27 აპრილი, 2016
რატომ ვერ გაიგეს ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი
ბიოგრაფია

ვლადიმერ სემიონოვის ძე ვისოცკი - მისი დროის ცნობილი პირი, პოეტი, მსახიობი, სიმღერის ტექსტების ავტორი, შვიდ სიმიანი გიტარის შემსრულებელი. უამრავი ადამიანისთვის სათაყვანებელი კერპი გახლდათ, მისი სიმღერები დღემდე ახსოვთ და უყვართ. სიკვდილის შემდეგ, ის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვეს.

ვლადიმერ ვისოცკი მოსკოვში დაიბადა. მამა წარმოშობით უკრაინელი, პოლკოვნიკი და დიდი სამამულო ომის ვეტერანი იყო. დედა თარჯიმნად მუშაობდა.

Владимир Высоцкий в детстве

ომის დასრულების შემდეგ, ვლადიმერის მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ. მამამისმა კვლავ შეირთო ცოლი და 9 წლის ასაკში მამასთან ერთად გერმანიაში მოხვდა, სადაც
ფორტეპიანოს ეუფლებოდა. 1949 წელს კი მოსკოვში, მამასთან და დედინაცვალთან ერთად დაბრუნდა და ახალ ბინაში მოეწყო.

Владимир Высоцкий, выпускной класс

მეათე კლასში, ვისოცკი დრამატულ წრეებზე დადიოდა, თუმცა მაშინ ვერ გაეგო სურდა თუ არა მსახიობობა და სკოლის დამთავრების შემდეგ, ინჟინერ-მშენებლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ მიატოვა. გადაწყვეტილება მალევე მიიღო და კვლავ თეატრალური განხრით წავიდა.

3 წლის შემდეგ პირველად ითამაშა სპექტაკლში "დანაშაული და სასჯელი" და ტელეეკრანებზეც გამოჩნდა.

ვლადიმერ ვისოცკის შემოქმედება და სიმღერები

ვისოცკი თავის მასწავლებლად ბულატ ოკუჯავას მიიჩნევდა. სწორედ ბულატის შემოქმედებამ გაუჩინა ვლადიმერს საავტორო სიმღერების წერის მიმართ ინტერესი. შემდეგ ოკუჯავას სიმღერა "სიმღერა სიმართლესა და ტყუილზე" მიუძღვნა.

Владимир Высоцкий на сцене театра на Таганке

ვისოცკის სიცოცხლის განმავლობაში, გამოვიდა 7 მინი-ალბომი, 4 სიმღერა და 11 ვინილი.

მისი სიკვდილის შემდეგ, 1987 წელს კი, ვისოცკის კონცერტების ჩანაწერების 21 დისკი გამოუშვეს.

სერიალში "შეხვედრის დროის შეცვლა არ შეიძლება" განსახიერებული როლი, კინოში ვლადიმერის ყველაზე მნიშვნელოვანი სახე გახლდათ. ეს მსახიობის საყვარელი როლი იყო.

პირადი ცხოვრება

ვლადიმერმა პირველ კურსზე, სტუდენტი იზო ჟუკოვა გაიცნო, რომელიც მისი პირველი ცოლი გახდა. 1960 წელს იქორწინეს, თუმცა ქორწინება მალევე დასრულდა. წყვილმა იჩხუბა და გოგონამ მოსკოვი დატოვა.

ერთი წლის შემდეგ, ფილმის გადაღებებისას, ლუდმილა აბრამოვა გაიცნო. ის ვისოცკის მეორე ცოლი გახდა და ორი ვაჟი - არკადი და ნიკიტა აჩუქა. 1968 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

მომღერლის მესამე ცოლი მარინა ვლადი (მარინა-კატრინ ვლადიმირის ასული პალიაკოვა-ბაიდაროვა) გახლავთ. ვლადიმერს ის, ფილმში "ჯადოქარი" ნახვის შემდეგ შეუყვარდა. დღეში რამდენჯერმე უყურებდა ფირზე და წლების განმავლობაში მასზე ოცნებობდა.

შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, უხმოდ აიღო მისი ხელი, მის პირისპირ დაჯდა და თვალს არ აშორებდა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1970 წელს, იქორწინეს და ერთად 10 წელი იცხოვრეს.

Владимир Высоцкий и Марина Влади

მარინა ვლადმა მეუღლეს, ცნობილი ევროპელი საზოგადოება გააცნო. დასავლეთში, ვისოცკიმ რამდენიმე ვინილიც გამოუშვა. მარინა მომღერლის მუზა და საიმედო მხარდამჭერი იყო.

ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალება

1980 წლის 25 ივლისს, დილის 4:10-ზე, ვლადიმერ ვისოცკის სიცოცხლე მოულოდნელად დასრულდა. არტისტი ძილის დროს, საკუთარ ბინაში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ზუსტი ვერსია დღემდე არ დასახელებულა, რადგან ახლობლების თხოვნით, მომღერლის გვამი არ გაკვეთეს.

Похороны Владимира Высоцкого

პირველი ვერსიით, მიზეზი ინფაქტი გახდა, მეორე ვერსიით კი - ასფიქსია, გაგუდვა, საძილე აბების ჭარბი რაოდენობით მიღება სახელდება.

ვისოცკის დასაფლავებაზე ალბათ, მთელი მოსკოვი მივიდა, რათა სათაყვანებელი არტისტი, უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS