27 აპრილი, 2016
რას ამბობდა ექსცენტრული მილიარდელი, ბიზნესზე, ფულსა და ცხოვრებაზე, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა
დონალდ ტრამპის დასამახსოვრებელი გამონათქვამები

ბიზნესზე

ბიზნესისთვის, თითოეული დოლარი და ცენტი მნიშვნელოვანია. თქვენ ამას მეწვრილმანეობას დაარქმევთ, მე კი ყოველთვის გამოვნახავ დროს ფასის შესადარებლად, როცა მანქანის ან კბილის ჩხირის ყიდვას დავაპირებ.

ფინანსური კეთილდღეობისთვის, არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე კარგი იდეის მოფიქრება და მისი რეალიზების ვერ შესრულებაა.

შვებულება არასდროს აიღოთ. რაში გჭირდებათ? თუ სამსახური სიამოვნებას არ განიჭებთ, ე.ი. არ მუშაობთ იქ, სადაც საჭიროა. მე მაგალითად, გოლფის თამაშის დროსაც, ბიზნესით ვარ დაკავებული.

ვალს გასართობად ნურასდროს აიღებთ. კრედიტი მხოლოდ ფინანსური
პროექტების დასაფინანსებლად უნდა გამოიყენოთ, რაც მოგებას მოგიტანთ.

წარმატებაზე

თქვენ თავად კარნახობთ ადამიანებს, როგორ იფიქრონ თქვენზე. საკუთარი თავის მიმართ თქვენი დამოკიდებულება ნათელია. თავი ისე გეჭიროთ, რომ ყველამ გაიგოს რამდენად ძვირი ღირხართ. მაშინ ხალხი ასეც შეგაფასებთ.

თავდაჯერებულობაზე

წარუმატებლობა გაგანადგურებთ ან გაგაძლიერებთ. მჯერა შემდეგი გამოთქმის - "რაც არ გკლავს, გაძლიერებს". დიდ პატივს ვცემ ხალხს, რომლებმაც განიცადეს წარუმატებლობა, მაგრამ იპოვეს საკუთარ თავში ძალა და თამაშს დაუბრუნდნენ.

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, უბრალოდ გჯეროდეთ საკუთარი თავის და იცოდეთ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ. თქვენს ნაცვლად სხვა, ამას ვერ გააკეთებს. სხვებისგან შექებას ნუ დაელოდებით და ნუ იქნებით გარშემომყოფების აზრზე დამოკიდებული. განავითარეთ თავდაჯერებულობა.

გარდერობზე

ყოველთვის გახსოვდეთ ერთი მარტივი წესი: უნდა ჩაიცვათ იმ სამსახურისთვის, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ და არა ისე, როგორი სამსახურიც ახლა გაქვთ.

სარკეში ხშირად ჩაიხედეთ: უნდა იამაყოთ გამოსახულებით, რომელსაც ხედავთ. თუ მოუწესრიგებლად გამოიყურებით, თქვენი საქმიანობაც ასე წარიმართება.

ბავშვებზე

თქვენი შვილების სწავლის გადასახადების შეგროვება, სჯობს მათი გაჩენის დღიდან ან უფრო ადრე დაიწყოთ. კარგი განათლება ძვირი ღირს და შთამომავლობისთვის, ცხოვრების პირველ ეტაპზე კარგი შესაძლებლობების გარანტია ყველაზე მნიშვნელოვანია.

ნუ მისცემთ ბავშვებს უფლებას დაუმსახურებლად ატარონ სიმდიდრის ტვირთი: ეს მათ პარალიზებას იწვევს, შრომისა და ცხოვრებაში წარმატების მიღწევის უნარს უკარგავს.

ღალატზე

ცხოვრებამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მასწავლა: ვინც ერთხელ გიღალატა, განსაცდელის დროს კვლავ გიღალატებს.

ადრე ვამბობდი - "იპოვე საუკეთესოები და ენდე მათ". წლების განმავლობაში უამრავ ხრიკებსა და მაქინაციებს გადავაწყდი, ამიტომ ახლა ვამბობ: "იპოვე საუკეთესოები, მაგრამ არ ენდო მათ".

ცხოვრებაზე

გამდიდრების ერთადერთი გზა - რეალიზმი და განსაზღვრული პატიოსნებაა. ილუზიებს, როგორებსაც ტელევიზორსა და ჟურნალებში ხვდებით, მშვიდობიანად უნდა გამოემშვიდობოთ.

ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც გარწმუნებენ. ცხოვრება სასტიკია და ადამიანები ამით დიდ ტრავმებს იღებენ. ამიტომ, თუ გამარჯვება გსურთ, ქვასავით უნდა გამაგრდეთ.

სირთულეები ყველას ხვდება. ეს არის ცხოვრება. სწორედ კატასტროფულ სიტუაციებში აჩვენებ ნამდვილ სახეს. გახდი ის, ვისაც რთული პრობლემების გადაჭრა შეუძლია და ხალხი დიდ ფულს გადაგიხდის.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS