წყარო იუწყება, რომ ქეითისა და უილიამისთვის სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა.
"ქეითი და უილიამი შოკში ჩაცვივდნენ, როცა ინდოეთიდან და ბუტანიდან დაბრუნებულებმა, აღნიშნული სიახლე გაიგეს. პირველად, რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას ვერ იღებდნენ, შემდეგ კი ერთდროულად დაიწყეს სიცილი და ბედნიერებისგან ატირდნენ" - ჰყვება ინსაიდერი.

სამეფო კარის წარმომადგენლები, მშობლები მესამედ ხდებიან. მიდლტონი ამისთვის მზად იყო
"უილიამს, ფეხმძიმობისას მდგომარეობის გართულება და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის კიდევ ერთი ეტაპი აშინებს, რადგან წინა ორი ფეხმძიმობა ჰერცოგინიამ საკმაოდ რთულად გადაიტანა".
მშობიარობის შემდეგ, ქეითი ძალიან სწრაფად იკლებდა წონაში, რაც საავადმყოფოში ხშირი ვიზიტის მიზეზი გახდა.

წინა
გართულებებიდან გამომდინარე, სკეპტიკოსებს კემბრიჯის ჰერცოგინიას მესამე ფეხმძიმობის არ სჯერათ და ფიქობენ, რომ ქეითი, ფეხმძიმობის შემთხვევაში ინდოეთსა და ბუტანში არ გაემგზავრებოდა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოვლენებს დაველოდეთ. ვიმედოვნებთ, რომ სამეფო ოჯახი მალე, კვლავ იზეიმებს მემკვიდრეების მატებას.
მატასი ცხომელიძე