26 აპრილი, 2016
ჯარისკაცი, კლოუნი, მსახიობი - 7 უცნობი ფაქტი იური ნიკულინის ცხოვრებიდან
იური ნიკულინი, 1921 წლის 18 დეკემბერს დაიბადა.

იური ნიკულინის საფირმო იუმორი, საყოველთაოდაა ცნობილი. გარშემომყოფები ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს თვისება მსახიობს მემკვიდრეობით ერგო.

როცა ოჯახი სმოლენსკის ქალაქ დემიდოვში ცხოვრობდა, იურის მამა, ვლადიმერ ნიკულინი, ადგილობრივ დრამატულ თეატრში თამაშობდა, სადაც ნამდვილი რევოლუციური იუმორი შექმნა, სპექტაკლებსაც თავად დგამდა და მოსკოვში, წლების განმავლობაში, ესტრადისა და ცირკისთვისაც წერდა.

1925 წელს, როცა იური მხოლოდ 4 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

1939 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე ნიკულინი ფრონტზე აღმოჩნდა. იური სამამულო ომში, 1943
წლამდე დარჩა - რამდენჯერმე დაიჭრა, საავადმყოფოში იწვა, ტვინის შერყევა მიიღო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ომში დაბრუნდა და ბოლომდე იმსახურა.

ნიკულინს სამი მედალი გადასცეს: "სიმამაცისთვის", "ლენინგრადის დაცვისთვის", "გერმანიასთან გამარჯვებისთვის".

Rating
















ომის დამთავრების შემდეგ, იური მოსკოვში დაბრუბნდა და რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის უნივერსიტეტში ჩაბარება სცადა, მაგრამ კომისიამ გარეგნობის გამო დაიწუნა - ძალიან გამხდარი და მაღალი ნიკულინი, შეუხედავ ყმაწვილად მიიჩნიეს.

როგორც თავად მსახიობი იხსენებდა, ყველა თეატრალურ უნივერსიტეტში სცადა ბედი, მაგრამ ყველგან იწუნებდნენ, იმ მიზეზით, რომ მასში სამსახიობო ნიჭს ვერ ხედავდნენ.

თეატრალური უნივერსიტეტებისგან უარის მიღების შემდეგ, იურიმ ბავშვობის ოცნება, გამხდარიყო კლოუნი, გაიხსენა.

ბავშვობაში მამა ხშირად დაატარებდა ცირკის კულისებში, ბიჭი ფერადმა კოსტიუმებმა, სახალისო ხუმრობებმა და მოხატულმა ღიმილმა აღაფრთოვანა. ნიკულინი მოსკოვის ცირკში, სასაუბრო ჟანრების სტუდიაში მიიღეს.

ცირკის კლოუნის კარიერა, იურიმ ჯგუფით დაიწყო, რომელსაც ლეგენდარული კარანდაში ხელმძღვანელობდა. ნიკულინი ორ წელიწადნახევარი, მისი ასისტენტი გახლდათ. მსახიობმა სწორედ კარანდაშის ჯგუფში გაიცნო მიხაილ შუიდინი. ისინი ერთად წამოვიდნენ ცნობილი ხელმძღვანელის ჯგუფიდან და კლოუნების ახალი დუეტი "ნიკულინი და შუიდინი" ჩამოაყალიბეს.

იური ნიკულინმა ცოლი, ტატიანა, ასევე ცირკის წყალობით გაიცნო. კარანდაში დაინტერესდა ტიმირიაზევის აკადემიის, ცხენების თავლით, რომელსაც სტუდენტი ტატიანა მფარველობდა. ცნობილმა კლოუნმა ითხოვა კვიცისთვის მარტივი ილეთები შეესწავლა და ცირკში მიეყვანა. ტატიანამ ცხენი მიიყვანა და მაშინ იურიც გაიცნო. გოგონა წარმოდგენაზე მიიწვიეს, რომლის მსვლელობისას, ცხენი გაჯიუტდა და ნიკულინი დაშავდა. ტატიანა ხშირად დადიოდა იურის მოსანახულებლად, მათ შორის გრძნობებიც მაშინ გაჩნდა.

Rating

როგორც ტატიანა იხსენებდა, როცა მისმა ნათესავებმა გაიგეს, რომ ცოლად კლოუნს მიჰყვებოდა, ჭკუიდან შეიშალნენ. იურის მეუღლე მისი ერთგული დამხმარე გახდა და ქმართან ერთად წლების განმავლობაში ცირკში მუშაობდა.

საბოლოოდ ნიკულინმა საწადელს მაინც მიაღწია და ცნობილი მსახიობი გახდა. პოპულარულ ფილმებში, უამრავი როლი განასახიერა.

მსახიობის კარიერა 36 წლის ასაკში დაიწყო. დასაწყისში ძირითადად კომედიურ ჟანრებში იღებდნენ, თუმცა რეჟისორმა გაიდანმა, დროთა განმავლობაში მასში დრამატული უნარებიც აღმოაჩინა და სერიოზულ სახასიათო როლებზე დაამტკიცეს. ეს ფილმებია: "როცა ხეები დიდი იყო", "ჩემთან, მუჰტარ", "ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ", "ანდრეი რუბლიოვი" და "საფრთხობელა" , როლი, რომელიც კინოში, იური ნიკულინის უკანასკნელი დიდი ნამუშევარი გახდა.

მატასი ცხომელიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიორგი
ნათელი და სანთელი მის სულა
21:13 / 26-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS