არი ბულონი, ალენ დელონის დედის სახლში გაიზარდა და დელონის მამინაცვლის გვარს ატარებს. მიუხედავად მამის ძალიან დიდი მსგავსებისა, ალენი შვილთან რაიმე ნათესაურ კავშირს დღემდე არ აღიარებს.
ჟურნალთან "ისტორიის ქარავანი" ინტერვიუში, დელონის ვაჟი ღიად საუბრობს მამასთან კონფლიქტის შესახებ.
"მამაჩემი ნამდვილი მონსტრია, დაუნდობელი და უგულო ადამიანი. იცით მსგავსი უკანონო შვილები, როგორიც მე ვარ, რამდენი ჰყავს? ისინი უბრალოდ დუმან, აი მე კი ამაზე გაჩუმებას არ ვაპირებ..
მამისგან უარყოფის
მისი დელონთან შეხვედრა, თითებზეა ჩამოსათვლელი. მაგალითად, როცა ალენის მამინაცვალი - პოლ ბულონი გარდაიცვალა, დაკრძალვაზე მივიდა. ტაძარში მამა-შვილი გვერდიგვერდ იდგნენ და თითქოს ერთმანეთს ვერც ამჩნევდნენ. შემდეგ დელონი არის კარში შეეჩეხა და უახლოეს მეტროსთან მიყვანა შესთავაზა.
"მისი ბზინვარე BMW-ით, გზა უხმოდ გავიარეთ. მეტროს შესასვლელთან გაჩერებისას, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: "დაიმახსოვრე, ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი ხარ. და რას გეტყვი მეგობარო: შენ ჩემი თვალები, ჩემი თმა არ გაქვს. ჩემი შვილი არ ხარ და ვერასდროს იქნები. დედაშენთან მხოლოდ ერთხელ ვიწექი".

მანქანიდან გადმოსვლისას, არიმ მამა მოიშორა და შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: "კარგი, ალენ, ე.ი. მეგობარი ხარ. როგორც იტყვი".
"ის, რომ დელონის შვილები იტანჯებიან და ''ბასრი დანის ქვეშ გავლა'' უწევთ, ეს მხოლოდ მისი დანაშაულია. ჩვენი სიყვარული მას არასდროს შეეძლო, და საერთოდაც, დარწმუნებული არ ვარ, თუ მსგავსი გრძნობის განცდა შეუძლია" - ფიქრობს ბულონი.
მატასი ცხომელიძე