25 აპრილი, 2016
კბილის ფერია - ვარსკვლავური ღიმილი ''მანამდე'' და ''ახლა''
ცნობილების კაშკაშა ღიმილი, თავბრუდამხვევი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. გაიგეთ, რომელ ვარსკვლავებს მოუხდათ გარეგნობის რადიკალური შეცვლა:

მაილი საირუსი
Майли Сайрус

ასაკის მიუხედავად, მაილი ბოლო 5 წლის მანძილზე აბსოლუტურად შეიცვალა. რადიკალურად შეიცვალა მისი ღიმილიც და მომღერალი თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს ფაიფურის, ქათქათა ღიმილით.

ნიკოლას ქეიჯი

Николас Кейдж

ამერიკული ბლოგბასტერების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მსახიობი. ვისაც მისი ახალგაზრდობა კარგად ახსოვს, მის გარეგნობაში ორ აშკარა ცვლილებას აუცილებლად შენიშნავს - ღიმილი და ვარცხნილობა.

ბენ აფლეკი

Бен Аффлек

ბენ აფლეკი, დღემდე აქტიურად ინარჩუნებს სექს-სიმბოლოს სტატუსს. მის კონსერვატულ გარეგნობას უკვე
დიდი ხანია მივეჩვიეთ და წვერიც კი დიდ "მოვლენად" გვეჩვენება. თუ ბენის ძველ ფოტოს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ - დღეს აფლეკის კბილები გაცილებით დიდი და კაშკაშაა, ვიდრე ადრე იყო.

კრიშტიანუ რონალდუ

Криштиану Роналду

კარიერის დასაწყისში, კრიშტიანუს დანახვისას, ძნელად დასაჯერებელი იყო , რომ ოდესღაც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდებოდა. 15 წლის განმავლობაში რონალდუ აქტიურად მუშაობდა არამარტო საკუთარ სხეულზე, არამედ ღიმილზეც.

შერილ კოული

Шерил Коул

კერილმა კარგად იცის როგორ გამოიყენოს და შეინარჩუნოს სილამაზე და ამაში ღიმილი ძალიან ეხმარება.

ტომ კრუზი

Том Круз

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი მამაკაცის საფირმო ღიმილი, ექიმების დამსახურებაა. ფოტოებზე შეხედვისას, აშკარა ხდება, რომ - მისია შესრულებულია.

დემი მური

Деми Мур

დამწყები მსახიობის ღიმილი, იდეალურისგან ძალიან შორს იდგა. თუმცა მიუხედავად ამისა, დემის ამით ხელი არ შეშლია თავდაჯერებულად და წარმატებით გაევლო რამდენიმე კასტინგი და გარეგნობის გაუმჯობესებით მხოლოდ ამის შემდეგ დაკავდა.

ზაკ ეფრონი
Зак Эфрон

ეფრონის ფოტო, ნატურალური ღიმილით - იშვიათი კადრია. ზაკი მალე მიხვდა მისი წარმატების მთავარ მაგიას და კბილის ექიმს დასახმარებლად საკმაოდ ადრეულ ასაკში მიმართა.

სელინ დიონი
Селин Дион

პირველი ჰონორარი, მომღერალმა გარეგნობის გამოსასწორებლად გამოიყენა და კბილების ფორმა შეიცვალა.

გვენ სტეფანი

Гвен Стефани

ექსცენტრული მომღერლისა და 3 ვაჟის დედის ღიმილი ორჯერ შეიცვალა - გვენმა ჯერ კბილები გაიკეთა, შემდეგ კი ოდნავ ტუჩებიც გაიდიდა.

მატასი ცხომელიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS