25 აპრილი, 2016
ყველაზე შეუხედავი და ძალიან წარმატებული ვარსკვლავები - "თითოეული ჩვენგანი ლამაზია, მთავარია ამის გჯეროდეს და მაშინ სხვებსაც დააჯერებ"
გოგონები, რომლებმაც ყურადღება არასტანდარტული გარეგნობით მიიქციეს:
გთავაზობთ ნამდვილ ლამაზმანებს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ქალის სილამაზეს, მხოლოდ ფიზიკური მონაცემები სულაც არ განაპირობებს - სილამაზე შინაგან ჰარმონიაში მდგომარეობს.

მერილ სტრიპი

1

მერილ სტრიპი ღიად საუბრობს :"გარეგნობა, ჩემი კოზირი სულაც არ არის". არადა, მსახიობი , ელეგანტურობის ნამდვილი მაგალითია, სხვაგვარად ფილმი "ეშმაკი ატარებს პრადას" ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. მისი თავდაჯერებულობა და შინაგანი ჰარმონია, ნამდვილად შესაშურია.

ბარბარა სტრეიზანდი

2

"თითოეული ჩვენგანი ლამაზია, მთავარია ამის გჯეროდეს და მაშინ სხვებსაც დააჯერებ" - გვარწმუნებს თავად ბარბარა.
თანაკლასელები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ოდნავ ელამი და გრძელცხვირა სტრეიზანდი, ოდესმე პლანეტის სექს-სიმბოლოდ იქცეოდა.

მსახიობსა და მომღერალს, შეეძლო ქირურგიული ჩარევებისთვის მიემართა, მაგრამ არ დათანხმდა. "იყო იდეალური, ძალიან მოსაწყენია. სწორედ ამიტომ, საკუთარ ნაკლს, უნდა ელოლიავებოდეთ, ისინი ხომ ადამიანს ალამაზებენ"- მიიჩნევს 72 წლის ბარბარა სტრეიზანდი.

ენ ჰეტევეი

4

მსახიობის დებიუტი, ფილმში "როგორ გავხდე პრინცესა" , ძალიან ჰგავს ენის ცხოვრებას. მორცხვი, მოუქნელი და სხვა უამრავი ნაკლით სავსე გოგონა, მოულოდნელად პრინცესად იქცევა.

დღეს ჰეტევეის გარეგნობაში დიდ ცვლილებებს ვერ შეამჩნევთ, თუმცა მისი დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ შეიცვალა და ეს იგრძნობა კიდეც. კომპლექსებისგან განთავისუფლებაში, ენს პირველ რიგში პირადი ნაკლების მიღება დაეხმარა.

უმა თურმანი

6

უმა თურმანი, თავს ლამაზმანად არასდროს მიიჩნევდა. ზედმეტად მაღალი, ტლანქი მოძრაობა და ძალიან დიდი ფეხის ზომა (42). თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, კვენტინ ტარანტინოს მუზა და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი გამხდარიყო.

სარა ჯესიკა პარკერი

7

სარა ჯესიკა პარკერის გავლენა რამდენიმე თაობაზე ერთდროულად, შეუფასებელია - მის სტილს მსოფლიოში უამრავი გოგონა და ქალი მისდევს. რთულია, ლეგენდარული ქერი ბრედშოუს როლზე სხვა ვინმეს წარმოდგენა.

მსახიობმა საკუთარი ბედი შეცვალა და დიდ წარმატებას მიაღწია. "არ არის საჭირო ყველას მოსწონდე - ეს შეუძლებელია" - ამბობს მსახიობი.

რენე ზელვეგერი

8

ქალების ფართო აუდიტორიის სიყვარულის მოპოვება, რენემ, ჭარბ წონასთან გამუდმებით მებრძოლი ბრიჯიტ ჯონსის როლის განსახიერებით შეძლო. ზელვეგერს, როგორც სულელი ქალის, ისე უხეში თავნებას როლის განსახიერება შეუძლია და ამით მომხიბვლელობას არასდროს კარგავს.

ელენა ბონემ კარტერი

9

ახალგაზრდობისას ელენას საკუთარი გარეგნობა ძალიან არ მოსწონდა, მაგრამ მალე გააანალიზა, რომ მთავარი არ არის როგორ გამოიყურები სარკეში, მთავარია ხალხს როგორ წარუდგენ თავს. კარტერმა თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია და მისი სტილი შეუდარებელია, რაც ხელს უწყობს ყველაზე მოულოდნელი და წარმატებული როლების განსახირებაში.

კირა ნაითლი

10

კირა საკუთარ ნაკლებზე, ყოველთვის მშვიდად და ღიად საუბრობს, ბოროტი ენები კი სისუსტეს უწუნებენ და ანორექსიასაც მიაწერენ. თუმცა ეს ნაითლის არ აკომპლექსებს და პირიქით, ცდილობს საზოგადოებას საკუთარი პოზიცია აჩვენოს - "მნიშნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ გარეგნობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს".

მატასი ცხომელიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS