22 აპრილი, 2016
პრინცი - ''თანამედროვე სამყაროს პრობლემა ის არის, რომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მზად არ არიან გული გაუღონ ღმერთს
2016 წლის 21 აპრილს, მინესოტას შტატში, ქალაქ შანხასენში, 57 წლის ასაკში, მუსიკოსი პრინცი გარდაიცვალა.

ვიხსენებთ პრინცის ცნობილ ციტატებს, რაც გარკვეულწილად მის პიროვნებას ახასიათებს.

ინტერვიუები არ მიყვარს, მასში ზედმეტად ბევრი კითხვაა.

დაბადების დღეს არ აღვნიშნავ, ეს ყველაზე ეგოისტური დღესასწაულია. ბიბლიაში სადმე ამოგიკითხავთ, რომ დაბადების დღეს ვინმე აღნიშნავდეს?

საუბარს, წიგნის დაწერა სჯობს.

ავტობიოგრაფია ჯერ კიდევ არ მაქვს. ამისთვის სხვადასხვა ავტორისთვის ძალიან ბევრის გადახდა გიწევს.

წარსულზე საუბარი არ მიყვარს.

მუსიკა - ღვთის საჩუქარია. მთელი ცხოვრება მუსიკით ვარ
დაკავებული და ენა არ მიბრუნდება, რომ ამას სამსახური ვუწოდო.

როცა მთელი ცხოვრება ელექტრო გიტარაზე უკრავ, ეს შენსა და შენს სხეულზე ნამდვილად ახდენს რაღაც ზეგავლენას. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩემს ორგანიზმში გაჟღენთილმა ელექტროენერგიამ შემანარჩუნებინა თმა.

ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი- ჩემი ჯგუფია.

იცით, ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა რომელმა სცენამ მოახდინა? "ამადეუსში" (მილოშ ფორმანის 1984 წლის, ბიოგრაფიული ფილმი) - დასასრულს, კადრი როცა ის კვდება, თავში მუსიკა უტრიალებს, მაგრამ გარშემომყოფებისთვის გაზიარება არ შეუძლია.

უნდა გახსოვდეს, რომ დიდების მოხვეჭა სიკვდილის შემდეგაც შეგიძლია.

ყველაზე ბედნიერი ის ადამიანები არიან, ვისაც არ სჭირდებათ იყვნენ ცნობილი.

არ მიყვარს, როცა მაიკლს ან მადონას მადარებენ. ზუსტად ვიცი - მე უფრო მეტი ჰიტი მაქვს, ვიდრე მადონას - შვილები.

გზა - აი რა სჭირდება, ორ შეყვარებულ ადამიანს.

ხმაური - მდგომარეობაა, სადაც ღმერთს ვერასდროს იპოვი.

კომპიუტერებსა და ციფრულ ტექნოლოგიებში, ახალი არაფერია. ისინი შენს თავს ნულებითა და ერთეულებით ავსებენ, რაც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა.

თანამედროვე სამყაროს პრობლემა არის ის, რომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მზად არ არიან გული გაუღონ ღმერთს.

რთულია, ღმერთის არსებობის არ გწამდეს, რადგან სამყაროში აუცილებლად უნდა არსებობდეს ადამიანზე აღმატებული. და აღემატებოდე ადამიანს - რთული სულაც არ არის.

ადამიანების უმრავლესობას, სულის სიღრმეში სურს ისე იცხოვროს, რომ ცხოვრება რაც შეიძლება იშვიათად აყენებდეს მათ არჩევანის წინაშე.

არ მიყვარს ისინი, ვინც ამბობს, სამყარო 11 სექტემბრის მერე შეიცვალაო. სამყარო 1914 წელს შეიცვალა და მას შემდეგ ქაოსი, ომი და სიძულვილია.

დრო - აზროვნების პროდუქტია. არ მგონია ის, ადამიანის გარდა, კიდევ ვინმესთვის არსებობდეს.

ადამიანი - ანალოგიური არსებაა და არა ციფრული.

ამბობენ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იმიტომ ვატარებდი, რომ მაღალი არ ვარ. სინამდვილეში, იმიტომ ვატარებდი, რომ ეს ქალებს მოსწონთ.

მხოლოდ მუსიკოსი არ ვარ, მუსიკა თავად მე ვარ.

ბნელი მხარე ყველაფერს აქვს.

სასაცილო ქალები მომწონს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS