მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს კი ასე იხსენებს:
შემოქმედებაზე
"მთავარი შთამაგონებელი ძალა - სიყვარულია. ის ამოძრავებს ხელოვნებას და არამარტო მუსიკალურ, ნებისმიერ დარგს. სიყვარული ცხოვრების ფუძეა!
სიყვარული, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით - ქალის მიმართ, ბუნებისა და შვილების მიმართ სიყვარული. ეს არის გრძნობა, რომელსაც გარშემო ნებისმიერი
მოყვანა შეუძლია.
შევძლებ თუ არა მუსიკის წერას, როცა არავისზე ვარ შეყვარებული? შევძლებ. რადგან მაშინაც კი მთელი გულით ვგრძნობ სიყვარულს: მიყვარს შვილები, ჩემი საქმიანობა, მიყვარს სამყარო, რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებს. ჩემს შემოქმედებაში ამ გრძნობებსაც დიდი ადგილი უჭირავს და მუშაობაში მეხმარებიან".
"არ დავმალავ და ახლა ჩემს ცხოვრებაში, საუკეთესო პერიოდი დადგა, რაც ჩემს მუსიკაზე აუცილებლად აისახება".
შვილებზე
"სიმღერას ოჯახს ხშირად ვუძღვნი, უფრო ბავშვებს''.
ეროსს ორი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს. ავრორა - პირველი ქორწინებიდან, მეორე ქორწინებიდან კი რაფაელა და ვაჟი - გაბრიო ტულიო.
''ჩემს კომპოზიციებში გადმოვცემ გრძნობებს, რასაც მამაკაცი განიცდის, როცა მამა ხდება.
ახლა ვცდილობ შვილებს მეტი დრო დავუთმო, რადგან მზრუნველობა, ყურადღება და გვერდით დგომა სჭირდებათ".
ბედნიერებაზე
"ბედნიერებისთვის არავითარი უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. ვიღაცამ, შესაძლოა მხოლოდ იმიტომ მოიწყინოს, რომ ამინდი არ მოსწონს, სხვა კი ასეთ ამინდში თავს მშვენივრად გრძნობს. ბედნიერება რომ შეიგრძნო, ამისთვის არავითარი პუნქტი არ არსებობს. ამისთვის ბევრი სხვადასხვა რამ უნდა დაემთხვეს. თანაც ადამიანს არ შეუძლია ყოველთვის ბედნიერი იყოს..
მოკლედ, მე შემიძლია ბედნიერების პერსონალური რეცეპტი გაგანდოთ: ჩემთვის ეს არის - კმაყოფილი ვიყო როგორც პირადი, ისე პროფესიული ცხოვრებით. მორჩა, არავითარი ეშმაკობები.."
ცოლზე
"ახდენს თუ არა მარიკა ჩემს მუსიკაზე გავლენას? უდავოდ. მისმა არსებობამ, ჩემი შემოქმედება ამოაყირავა. ის ხშირად მაძლევს რჩევებს, იდეებს მაწვდის.
ახლა, შესაძლოა ცოტა უფრო თამამად ჟღერს ჩემი ხმა, რადგან გულწრფელად რომ გითხრათ, მარიკას როკ-მუსიკა უფრო იტაცებს..."
ფეხბურთზე
"როგორც იტალიელების უმრავლესობა, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. "იუვენტუსს" ვქომაგობ.
როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავ, მე თვითონაც ვთამაშობ. ეს არის ნამდვილი ვნება. ფეხბურთს, პატარა რაფაელსაც ვაყურებინებ, ბურთით თამაშს აღმერთებს.
მარიკა ფუხბურთს ჩემთან და შვილებთან ერთად უყურებს. ისინი იძულებულები არიან უყურონ, მე ვაიძულებ - ხუმრობით ყვება ეროს რამაზოტი, საკუთარ "ვნებიან გატაცებაზე".
ნაოკო ვატანაბე