დღეს ჩარლი ჩაპლინის განუმერებელ ციტატებს ვიხსენებთ, რომლებიც უკვე 100 წელია მაყურებლის აღტაცებას კვლავ იწვევს.
უბრალოება - მარტივი არ არის.
კლიშეები არ მაშინებს. მთელი ცხოვრებ - უწყვეტი კლიშეა. ყველანი ვცხოვრობთ და ვკვდებით, დღეში სამჯერ ვჭამთ, გვიყვარდება და აღარ გვიყვარს.
ცხოვრება ტრაგედიაა, როცა წინა პლანით ხედავ და კომედია, როცა შორიდან აკვირდები.
ვინც ბავშვი არასდროს ყოფილა, ვერასდროს გაიზრდება.
საქმე გულწრფელობაშია. მოხუცს ბანანის კანზე ფეხი დაუცდა და წაიქცა - ჩვენ არ გვეცინება.
მაგრამ თუ იგივე, პომპეზურ, მდიდარ ჯენლტმენს მოუვა - ვხარხარებთ.
ფროიდისგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ სექსი, ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორია. მიმაჩნია, რომ სიცივე, შიმშილი და სიღარიბე, უფრო მეტად გამოკვეთს მის ფსიქოლოგიას.
ჩემი ტკივილი შესაძლოა ვინმესთვის სიცილის მიზეზად იქცეს, მაგრამ ჩემი სიცილი, ვინმეს ტკივილის მიზეზი არასდროს უნდა გახდეს.
ცხოვრება კამათის გარეშე ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ნებისმიერი ცოცხალი არსება განხილვისკენ გიბიძგებს.
ადამიანი ნამდვილ ხასიათს სიმთვრალეში ავლენს.
ქალს შეუძლია მილიონერად აქციოს ნებისმიერი მილიარდელი მამაკაცი.
სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, რადგან როცა ვტირი ის არასდროს იცინის.
ერთი მკვლელობა ადამიანს დამნაშავედ აქცევს, მილიონობით ადამიანის მოკვლა კი - გმირად.
ამ ცოდვილ სამყაროში მუდმივი არაფერია, საკუთარი უსიამოვნებებიც კი.
ცხოვრება პიესაა, რომლის რეპეტიციას ხელმეორედ ვერ გაივლი. ამიტომ იმღერეთ, იტირეთ, იცეკვეთ, იცინეთ და მთლიანად შეიგრძენით ცხოვრება, ვიდრე ფარდა არ დაეშვება და თამაში არ დასრულდება, ყოველგვარი აპლოდისმენტების გარეშე.
აზრი რაში გჭირდებათ? ცხოვრება მხოლოდ სურვილია და არავითარი აზრი აქ არ არსებობს.
ნაოკო ვატანაბე