მსახიობები, რომელთა წყვილი ფილმებმა შექმნა და რეალურ ამბად აქცია:
რაიან გოსლინგი და ევა მენდესი

კრიმინალურ დრამაში "ადგილი ფიჭვის ქვეშ", განსახიერებულმა ოჯახურმა წყვილმა, რაიანი და ევა იმდენად გაიტაცა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც გადაინაცვლეს. მიუხედავად ევას სიტყვებისა -"ზედმეტად ეგოისტი ვარ, რომ ბავშვი გავაჩინო", დღეს გოსლინგისგან ქალიშვილი, ესმერალდა ამანდა ეზრდება.
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ფილმ "მისტერ და მისის
ჯონი დეპი და ემბერ ჰიორდი

"რომის დღიური" - საბედისწერო ფილმი, რომელმაც ჯონი დეპს ახალი პარტნიორი აპოვნინა. ჯონს ემბერ ჰიორდი სიგიჟემდე შეუყვარდა და ოჯახი მიატოვა. როგორც ჩანს, დეპს, მათ შორის 23 წლიანი სხვაობა სულაც არ ადარდებს და ამტკიცებს, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის.
ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი

"ნაბიჯი წინ", ცნობილი ფილმი, რომელმაც მაყურებლის ყურადღება საცეკვაო ილეთებით მიიქცია. ფილმის პარტნიორების ურთიერთობა, ასევე ქორწინებით დასრულდა და დღეს ქალიშვილი - ევერლიც ჰყავთ. გოგონა მამის ასლია.
რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი

"მწვანე ფანარის" რჩეული, ლამაზმანი ბლეიკ ლაივლი, როგორც ჩანს, რაიანის მომხიბვლელობას, ვერც ცხოვრებაში გაუმკლავდა. რეინოლდსმა სკარლეტ იოჰანსონი მიატოვა, ლაივლიმ კი დიკაპრიო დაივიწყა და დღეს ბედნიერ ქორწინებაში არიან.
ლიამ ჰემსვორტი და მაილი საირუსი

ამ ორი ახალგაზრდას ცხოვრებისეული ურთიერთობა ფილმივით გაგრძელდა. ერთმანეთი, ფილმის "უკანასკნელი სიმღერა" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც ახალგაზრა რომანტიკულ წყვილს განასახიერებენ. მას შემდეგ ლიამმა და მაილიმ დაშორება და კვლავ შერიგებაც მოასწრეს. ამბობენ არც ქორწილია შორს.
ჰავიერ ბარდენი და პენელოპა კრუსი

წყვილის მხურვალე ურთიერთობა, ფილმიდან "ვიკი, ქრისტინა და ბარსელონა" დაიწყო. ამჟამად, ორი ვნებიანი ესპანელის წყვილი, ჰოლივუდში სამაგალითოა. პენელოპა დედობით ტკბება, ჰავიერი კი ამბობს, რომ მისი დახმარებით სულის სიმშვიდე ჰპოვა.
ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი

დასახელებული მსახიობები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობა, მხოლოდ ფილმ "მოხალისეების" შემდეგ დაიწყო. სიყვარულისთვის, რიტამ საქმრო მიატოვა და ტომს 3 წელი ელოდებოდა, ვიდრე ცოლს გაეყრებოდა. 28 წლიანი ოჯახური ცხოვრების მანძილზე, ისინი ერთად იყვნენ ჭირსა და ლხინში. ტომი ცოლს ავადმყოფობის დროს გვერდში ედგა და ამ დარდის გადატანაში დაეხმარა. სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული.
კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი

"სამეფო კარის თამაშების" ორზე მეტი სეზონის განმავლობაში, ყველას ერთი კითხვა სტანჯავდა: ვინ დაიმონებდა ჯონ სნოუს გულს? ეს გოგონა ჟღალთმიანი იგრიტი გახდა. თაყვანისმცემლები დასაწყისიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ეს საქმე სერიალით არ დასრულდებოდა და მართლებიც აღმოჩნდნენ. კიტი და როუზი უკვე რამდენჯერმე შენიშნეს ქუჩაში ერთად სეირნობისას, 2016 წლის 4 აპრილს კი მსახიობები Oლივიერ Aწარდს წყვილის სტატუსით ეწვივნენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ არაჩვეულებრივი წყვილის ისტორია, სერიალის სცენარის მსგავსად არ დასრულდება.
დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი

მათი მეგობრული ურთიერთობა ალბათ არც შეიცვლებოდა, რომ არა ერთობლივი მუშაობა, ფილმზე "ოცნების სახლი". ბედნიერი ოჯახის შესაქმენალდ, მსახიობებს ხანგრძლივი ურთიერთობების დასრულება მოუხდათ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ამად ნამდვილად ღირდა.
კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე წყვილი, რომლებიც ლეგენდარულმა კომედიურმა სერიალმა "ბორტს მიღმა ვიღაცაა" გააერთიანა. ეს ურთიერთობა აპლოდისმენტებს ნამდვილად იმსახურებს, ერთად უკვე 33 წელი განვლეს. წყვილს საერთო ვაჟი და გოლდის პირველი ქორწინებიდან, ქალიშვილი - ქეით ჰადსონი ჰყავთ, რომელიც კურტს მამას ეძახის. ქეითი ფიქრობს, რომ დედამისს ქმარში ძალიან გაუმართლა.
ნაოკო ვატანაბე