15 აპრილი, 2016
ალა პუგაჩოვას ცხოვრების წესი - იუბილარი პრიმადონა ფულზე, ნარკოტიკებსა და დეპრესიაზე საუბრობს
პრიმადონა, დღეს, 15 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს.
გთავაზობთ მისი ცხოვრების საინტერესო ეტაპებს, რაზეც თავად საუბრობს:

ბავშვობაზე

"ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს მიყვარდა. ფოტოების გადაღება მეჯავრებოდა. იმდენად ჩაკეტილი ვიყავი, მეტსახელად "ველურსაც" მეძადნენ. საკუთარ სამყაროში ვცხოვრობდი, სადაც მთავარი ადგილი მუსიკას ეკავა.

გაჭირვებულ ოჯახში არ ვიზრდებოდი, ყოველ ზაფხულს დაჩაზე ვისვენებდით, იკრიბებოდნენ თანატოლები, მე პიანინოზე ვუკრავდი, სიმღერებს ვმღეროდი. პიანინო ყოველთვის იყო ჩემს გვერდით.
Правила жизни Аллы Пугачевой
5 წლიდან ასე ხდებოდა. ყველა ისვენებდა, როცა მე საათობით ვმეცადინეობდი. მერე გავაცნობიერე, რომ ყურადღებას მხოლოდ ერთი
საქმით ვიქცევდი, სხვა დარგში არაფერს წარმოვადგენდი. არც სპორტული ვიყავი, არც ცეკვაზე დავდიოდი, ერთი წითური, სათვალეებიანი გოგონა ვიყავი, რომელიც ბებიის მითითებებს ასრულებდა. ამან გამოიწვია ის, რომ გარდატეხის პერიოდში ამ ყველაფრიდან თავის დაძვრენის სურვილი გამიჩნდა.

იქედან გამომდინარე, რომ თანატოლებთან ურთიერთობა არ მქონდა, უფროს ხალხთან ვმეგობრობდი. ისინი ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანები იყვნენ.
Правила жизни Аллы Пугачевой
წარმოიდგინეთ: მარკ ბერნესი, ედიტ პიეხა, ედუარდ ჰილი... ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტების მიზანში ყოველთვის ხვდებოდნენ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ, მე კი მათ ჩრდილში ყოფნა მომწონდა... საშუალება მქონდა, მათი ცხოვრების მძიმე მომენტებზე თვალყური მედევნებინა და ვერასდროს წარმომედგინა, როგორ შევძლებდი ასე ცხოვრებას მე. თუმცა პირიქით მოხდა: მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში ჩარევის ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებისა, როგორც იტყვიან ცეცხლქვეშ აღმოვჩნდი".

განწყობაზე "წასვლის დროა"
Правила жизни Аллы Пугачевой
"აქედან წასვლას, მხოლოდ სამშობლოს მხრიდან საშინელი შეურაცხყოფა მაიძულებს. ჯერ ასე არავის გავუნაწყენებივარ. თუმცა არ მინდა საკუთარ ქვეყანაში გასაცოდავებული ვიყო. თუ გააკეთებენ ისე, რომ გავღატაკდე, მირჩევნია სხვა ქვეყანაში ვიყო ხელმოცარული".

ფულზე

"ზუსტად იმდენი ფული მჭირდება, რომ თავი დამცირებულად არ ვიგრძნო. შევძლო საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს დავეხმარო. სუფთა ოჯახური ბიუჯეტი, რაც არ უნდა დაირღვეს".

სამუშაოზე

"შემოქმედებითი ადამიანის სამსახური - ეს ჭკუისა და სულის მუშაობაა. რა თქმა უნდა, სულელივით ერთი წერტილის შემხედვარე ვერ ვიჯდები. ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, საზღვარგარეთ ვმოგზაურობ, ვესწრები კოლეგების კონცერტებს, ვეცნობი უცხოელ არტისტებს, დავდივარ თეატრში..."

შთამაგონებელი ფრაზა
Правила жизни Аллы Пугачевой
"ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ჩეხოვის "თოლიას" ვკითხულობ. ძალა შემმატა ფრაზამ: "შეგეძლოს საკუთარი ჯვრის ტარება და გწამდეს", დავასრულე ფრაზის წაკითხვა და მაშინ მივხვდი - მორჩა, ცხოვრების გაგრძელება ღირს..."

პლასტიკურ ქირურგიაზე

"პლასტიკურ ქირურგიას მივესალმები. თუმცა თავის დროზე ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ბრიჯიტ ბარდომ. მესმის რატომაც არ სურს ამის გაკეთება. იმდენად მობეზრდა მისი პერსონის, როგორც ლამაზი ქალის მიმართ ყურადღება, რომ ერთადერთი გამოსავალი - მშვიდად, ღირსეულად დაბერება და სხვა საქმეებით დაკავება გახდა. თუმცა ჩვენს ქვეყანაში სხვანაირადაა, სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ, გასამხნევებლად რაიმე სახის მხარდაჭერა აუცილებლად გვჭირდება. ერთის მხრივ არასწორია, მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ ამაშია რუსი ქალების ვაჟკაცური ხასიათი".

დეპრესიაზე
Правила жизни Аллы Пугачевой
"საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს. გამიმართლა, რომ მუსიკოსი ვარ. ყველაზე ცუდ დროს, როცა ძალიან მიჭირს, მუსიკა ჩემი მალამოა. ის რომ მე თავად ვასრულებ, უმნიშვნელოვანესია. ვერავინ და ვერაფერი ვერ გამოგიყვანს დეპრესიიდან, გარდა საკუთარი თავისა. ვერც ალკოჰოლი, ვერც ნარკოტიკი, მეგობრები თუ ბევრი ჭამა.. მხოლოდ თვითანალიზი. უნდა შეგეძლოს თავი ხელში აიყვანო და გადაწყვეტილება თავად მიიღო. ბებიაჩემი მეუბნებოდა" შეეშვი, თორემ დააგდებ".

კრიტიკაზე

"ადრე ძალიან მგრძნობიარე ვიყავი. თავისდასაცავად, აგრეისული და უკარებას იმიჯი მოვირგე. ერთ დროს ეს მეხმარებოდა, მაგრამ ჯანმრთელობას არ ეხმარება. ახლა ჯანმრთელობას მეტ ყურადღებას ვაქცევ. თუ ნიჭიერია ადამიანი, მის სწორ გაზაზე დაყენება შეიძლება. თუ უუნაროა - დაე, იმ გზაზე იაროს, სადაც მოესურვება. უუნაროსთან საუბარი უნაყოფოა".

ნარკოტიკებზე
Правила жизни Аллы Пугачевой
"ჩემს გარშემო უამრავი ნარკოდამოკიდებული ადამიანი იყო. როგორც წესი, უმრავლესობა სიყალბის მსხვერპლია. მეტი ილუზია სურდათ, ვიდრე სინამდვილე. მე კი ჭეშმარიტების არ მეშინია".

ასაკზე
Правила жизни Аллы Пугачевой
"მავიწყდება კიდეც რამდენი წლის ვარ. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მიდის და წავიდეს, მთავარია ჯანმრთელი ვიყო. ცხოვრების მიმართ ახლა უფრო ახალგაზრდული დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე ადრე მქონდა. მაშინ ბევრი რამის ჩვენება, მტკიცება, მიღწევა მჭირდებოდა. იძულებული ვიყავი უფრო ასაკიანიც გამოვჩენილიყავი. ყველაფერი მე თვითონ უნდა მეკეთებინა.. ყოველთვის ასეთი დამოუკიდებელი ვიყავი".

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
...
მარი, რა ცოდო ხარ. რა დროსაც არ უნდა დბადებულიყავი, მაინც ასეთი შტერი იქნებოდი :)))
09:34 / 10-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
რა დავაშავეთ ვინც მის სიმღერებზე გაიზარდა?რატომ დავიბადე იმ ბნელეთის პერიოდში???სტალინის პონტია რა..ეგებ წმინდანადაც შერაცხოთ...
02:47 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
მსოფლიოში უძლიერესი მომღერალია ალა პუგაჩოვა...
20:26 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნი-ნია
საყვარელი ალა !
16:59 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS