14 აპრილი, 2016
ანი ლორაკის რომანი პროდიუსერთან და თურქი მეუღლე
ანი ლორაკი - პოპულარული მომღერალი, მოდელი, უამრავი საერთაშორისო ბრენდის სახე, უკრაინის დამსახურებული არტისტი.

მომღერლის ნამდვილი სახელი და გვარია - კაროლინა კუეკი. კარიერის დასაწყისში მომღერალი ამ სახელით მოღვაწეობდა, თუმცა დიდ შოუ-ბიზნესში მოხვედრისას, პროდიუსერის, იური ფალიოსას მოთხოვნით, ფსევდონიმის აღება მოუხდა.

კაროლინა კუეკი, უკრაინის ერთ პატარა ქალაქში - კიცმანში, 1978 წლის 27 მარტს დაიბადა. მომავალი ვარსკვლავის მძიმე ბავშვობა, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე განისაზღვრა. კაროლინას მშობლები მის დაბადებამდე ერთმანეთს გაეყარნენ. გოგონა სიღარიბეში იზრდებოდა.

6610663dc9c26cbc9bb252d580.jpg" border="0" alt="Rating" title="ანი ლორაკის რომანი პროდიუსერთან და თურქი მეუღლე" width="500" style="font-size: 12.16px; line-height: 15.808px;" />

ანი ოჯახში ერთადერთი შვილი არ ყოფილა. 6 წლის ასაკში დედამ სკოლა- ინტერნატში მიიყვანა. აქ კაროლინა ძმებთან ერთად, მეშვიდე კლასამდე ცხოვრობდა. მიუხედავად დედის დაუზოგავი შრომისა, ბავშვების გამოსაკვებად ფული არ ჰყოფნიდა.

ანის 4 წლიდან მომღერლობა სურდა, თუმცა პირობები, სადაც ის დაიბადა ასეთ წარმატებას არ უქადდა.

ინტერნატში მოხვედრისას, ლორაკს ოცნება არ დავიწყებია და ადგილობრივ კონკურსებში აქტიურად მონაწილეობდა.

1992 წელს მომღერალმა ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა კიდეც, სადაც პროდიუსერი, იური ფალიოსა გაიცნო, ვინც გოგონაში დიდი მომავალი დაინახა. გამარჯვებამ, ლორაკს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი მოუტანა.

მას შემდეგ მომღერალმა უამრავ შემოქმედებით კონკურსში გაიმარჯვა მსოფლიო მასშტაბით.
2008 წელს ანი ლორაკი ევროვიზიის კონკურსზე, უკრაინის სახელით გამოვიდა, სადაც ქვეყანას მეორე ადგილი მოუტანა.

Rating
გარდა ვოკალური მონაცემებისა, მომღერალი არაერთხელ ყოფილა წამყვანი დიზაინერების მოდელი. უკრაინაში ის კოსმეტოლოგიური ბრენდის, Oriflame -ის, ასევე Schwarzkopf & Henkel -სა და ტურისტული კომპანია TurTess Travel - ის ოფიციალური სახეა.

პირადი ცხოვრება

ანი ლორაკის პირადი ცხოვრება, სხვა ბევრი ვარსკვლავივით გასაიდუმლოებული არ არის. ცნობილია, რომ 1996 წლიდან 2004 წლამდე, კაროლინა პროდიუსერთან, იური ფალოსასთან ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან.

2009 წელს, ლორაკმა ოფიციალურად იქორწინა კომპანია "TurTess Travel -ის თანამფლობელზე, თურქ მურატ ნალჩაჯიოღლუზე და დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს.

Rating

2011 წელს ანისა და მურატს ქალიშვილი სოფია შეეძინათ.

გოგონამ მამის გვარი ოფიციალურად მიიღო. მშობლები დიდხანს ფიქრობდნენ, რომელ რელიგიას მიიღებდა ბავშვი და საბოლოოდ 2012 წლის გაზაფხულზე, სოფია მონათლეს. ნათლია ანის დიდი ხნის მეგობარი, ფილიპ კირკოროვი გახდა.

Rating

მომღერლის პირადი ცხოვრება ხშირადაა ჭორების ეპიცენტრში. მათ შორისაა - ანი ლორაკის განქორწინება, რომლის მიზეზი ქმრის ღალატია.

Rating

ამბობენ, ანი ლორაკის ქმარი ღამის კლუბების ხშირი სტუმარია, სადაც გოგონების გარემოცვაში ტრიალებს. ეს კი მაშინ ხდება, როცა ანი გასტროლებზეა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონცერტებს მართავს.

Rating

მიუხედავად ამისა, ლორაკი ამ ჭორებს უარყოფს და არ სჯერა.


ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS