მან საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. პრატიუშას გვამი, მისმა საქმრომ, მსახიობმა რახულ სინგხმა იპოვა. გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ადამიანები, საკუთარი ემოციების მსხვრეპლი ხდებიან.
პრატიუშა ბანერჯის ხსოვნასთან დაკავშირებით, ვცადეთ მისი ბიოგრაფიიდან 20 საინტერესო ფაქტი შეგვეკრიბა:

პრატიუშა ბანერჯი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. დაიბადა ქალაქ ჯამშედპურში, სადაც ბავშვობა გაატარა.

ბანერჯიმ კოლეჯი კალკუტში დაამთავა. 17 წლის ასაკში თეატრის სცენაზე პირველად გამოვიდა. ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა.
პირველი ჰონორარი მსახიობმა დედას მისცა.

პატარა გოგონა, მოდელობაზე ოცნებობდა. თუმცა სიმაღლის გამო (158 სმ) მისი ოცნება ვერ განხორციელდა.

საყვარელი მსახიობები - ტომ კრუზი და სალმან ხანი იყვნენ.

ქალ მსახიობებს შორის კი, მის აღფრთოვანებას იწვევდნენ - რეკჰე და ჰემე მალინი.

ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი გამოტყდა, რომ გათხოვებას 32 წლის ასაკში, ძალიან მდიდარ მამაკაცზე აპირებდა.

პრატიუშა ცნობილი ინდოელი მსახიობის - შაჰრუჰა ხანის დიდი თაყვანისმცემელი იყო და მასთან ერთად თამაშზე ოცნებობდა.

ოდესღაც, ბავშვობაში პრატიუშას უთქვამს, რომ N1 მსახიობი გახდებოდა და მის ახლობლებს ამაში ეჭვიც არ შეპარვიათ, რადგან უკვე ადრეულ ასაკში, აშკარა იყო, რომ ძალიან წარმატებული იქნებოდა.

პრატიუშას მეგობრების წრეში ყოფნა ძალიან უყვარდა, ის კომპანიის სული იყო.
გოგონას მშობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. დედას საკუთარ შთაგონების წყაროდ მიიჩნევდა და ცდილობდა მასთან დიდი დრო გაეტარებინა. ყველაზე ბედნიერად თავს სწორედ ოჯახში გრძნობდა.

მსახიობს ინსტაგრამის გვერდიც ჰქონდა, სადაც თაყვანისმცემლებს ცხოვრების სასიხარულო მომენტებს უზიარებდა.
პრატიუშას საუკეთესო მეგობარი კამია პანჯაბი იყო. ერთმანეთი ერთ-ერთ რეალითი შოუზე გაიცნეს.

მსახიობის თქმით, თავს ყველაზე კომფორტულად, ინდურ სარში გრძნობდა და ეს სამოსი ყველაზე ლამაზ სამოსად მიაჩნდა.

ყველაზე დიდი პოპულარობა მსახიობდა, სერიალის "პატარა პატარძალი", გამოსვლის შემდეგ მოიპოვა, სადაც ანანდას როლი შეასრულა. მსახიობის თქმით, ამ როლის განსახიერება ძალიან გაუადვილდა, რადგან პერსონაჟი მის რეალურ პიროვნებას ძალიან ჰგავდა.
2012 წელს მსახიობი ბიზნესმენ მაკხრანდ მალხოტრას ხვდებოდა. თუმცა 1 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მაკხრანდი მსახიობს დიდხანს არ აძლევდა მოსვენებას. ერთხელ ღამის 3 საათზეც დაადგა თავს და პრატიუშას მამას დაემუქრა. დედას კი პოლიციის გამოძახება მოუხდა.

ამ დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, ბანერჯიმ ნამდვილი სიყვარული იპოვა. რახულ სინგხა და პრატიუშა დიდი ხნის მანძილზე მეგობრობდნენ, თუმცა მოგვიანებით ეს ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
შეყვარებულები გრძნობებს ვეღარ მალავდნენ და სხვადასხვა წვეულებებზე ერთად ჩნდებოდნენ.

რახულმა საყვარელ ქალს დაბადების დღე ასე მიულოცა - ქუჩაში, უზარმაზარ ბანერზე, საყვარელ ქალს მისალოცი წარწერა გაუკეთა. მსახიობი ძალიან ბედნიერი იყო.

ამ წლის მარტში წყვილს ქორწილი უნდა ჰქონოდა. 1-ელ აპრილს კი საშინელი ამბავი მოხდა - პრატიუშა ბანერჯიმ სუიციდი ჩაიდინა. ამ ამბავმა მისი ოჯახი და თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. ამბობენ, თვითმკვლელობის მიზეზი, შეყვარებულთან კამათი გახდა.
ნაოკო ვატანაბე