ალბინამ მას ორი ვაჟი, კონსტანტინე და ლუკა აჩუქა.

რაც შეეხება მელაძის უკვე ყოფილ ქორწინებას, ის ამაზე თავად საუბრობს. ყოფილი ცოლის, ირას მადლიერია და მადლობას უხდის, რომ შვილების თვალწინ სკანდალებს არასდროს აწყობდა და ბევრს ითმენდა: "ჩემს ქალიშვილებს ყოველთვის ესმოდათ, რომ ისინი ძველებურად მიყვარს. დიახ, ოჯახიდან წამოვედი, მაგრამ ჩემი ქალიშვილები სამუდამოდ ჩემად დარჩებიან. ირა კი

ბოლო ინფორმაციით, 2014 წელს ალბინა ჯანაბაევამ ვალერი მელაძეს მეორე ვაჟი, ლუკა გაუჩინა. ალბინასა და ვალერის ოჯახურ ამინდზე ამბებს იშვიათად გაიგებთ, თუმცა ანდრეი მალახოვის გადაცემაში, წყვილმა ოჯახის ახალ დეტალებზე საუბარი გადაწყვიტა.

ვალერის თქმით, ჯერ არც ერთი ვაჟი, ხელოვნების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ ამჟღავნებს: ლუკა, 1,5 წლისაა და რთულია განსაზღვრა, ეყვარება თუ არა ხელოვნება. 11 წლის კოსტია კი, რომელსაც სახელი ძმის საპატივცემულოდ დაარქვა, ზუსტი მეცნიერებებითაა დაინტერესებული.

მელაძე ამბობს, რომ აბსოლუტურად კმაყოფილია იმით, თუ როგორ უმკლავდებიან მისი შვილების დედები (ირინა მელაძე, მისი სამი ქალიშვილის დედა, და ალბინა ჯანაბაევა, ვაჟების დედა) ბაშვების აღზრდას. ერთადერთი, რაც ვალერის არ სიამოვნებს ის არის, რომ მისი უფროსი ქალიშვილები, უმცროს ძმებთან არ ურთიერთობენ.
"ისინი არ მეგობრობენ, ერთმანეთს არ ნახულობენ. ეს ალბათ, ჩემი მთავარი ვალია, რომ ისინი ერთმანეთთან დავაახლოვო".
მალახოვის შეკითხვა, თუ როდის დაუბრუნდება ალბინა ჯანაბაევა სცენას, უპასუხოდ დარჩა, მაგრამ კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე დაჰპირდა, როგორც კი დაბრუნებას გადაწყვეტს, ის მისთვის ახალ ჰიტს დაწერს.

კონსტანტინემ განაცხადა, რომ საკუთარ კომპოზიციებს, მხოლოდ ახლო ადამიანებისთვის ქმნის და მათგან ფულს არ იღებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 23 ივლისს ვალერი მელაძეს 50 წელი შეუსრულდა. აქედან 30 წელი სცენაზე გაატარა.
ნაოკო ვატანაბე