04 სექტემბერი, 2013
ბრეივიკის მომხრეები შვედეთის მეფეს ემუქრებიან
მათ პირობა დადეს, რომ ამ პარასკევს კარლსტადში რეზიდენციას ააფეთქებენ და მომავალში კი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს დაესხმებიან თავს. ნორვეგიელი ტერორისტის ანდერს ბრეივიკის მომხრეებმა ერთ-ერთი შვედური გამოცემის რედაქციაში გაგზავნეს წერილი მუქარით, რომ სამეფო ოჯახის რეზიდენციას ააფეთქებენ.

შესაბამისად, შვედეთის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და განსაკუთრებით მეფის რეზიდენციის დაცვაზე იზრუნა - ქალაქ კარლსტადში.

წერილი ინგლისურად იყო დაწერილი, მრავალრიცხოვანი შეცდომით. მას ხელს აწერდა ''ანდერს ბრეივიკის თაყვანისმცემელთა ჯგუფი''.

მათ პირობა დადეს, რომ ამ პარასკევს კარლსტადში რეზიდენციას ააფეთქებენ და მომავალში კი სექსუალური
უმცირესობების წარმომადგენლებს დაესხმებიან თავს.

ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე აიღეს 1986 წელს შვედეთის პრემიერის ულოფ პალმეს მკვლელობა. ''მომავალში ჩვენი სამიზნეები ჰომოსექსუალები გახდებიან'', - წერია ბარათში.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნმმმმ
აუ, როგორ აბედინებენ ამ თავხედ ადამიანს ამდენს?
18:25 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS