მან ახალ მულტფილმს ''შესანიშნავი სურათი'' უწოდა, დანელიას კი - ''უდიდესი რეჟისორი'' , რომელმაც ასეთი დონის პირველი ანიმაციური სურათი შექმნა
რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე, რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი წლევანდელი ''ოსკარის'' დაჯილდოებაზე საკუთარ ნომინანტს უწევს პროტექციას.
მისი თქმით, 2013 წელს რუსეთმა ''ოსკარზე'' გიორგი დანელიას სრულმეტრაჟიანი მულტფილმი ''კუ ქინ-ძა-ძა'' უნდა წარადგინოს.
მან ახალ მულტფილმს ''შესანიშნავი სურათი'' უწოდა, დანელიას კი - ''უდიდესი რეჟისორი'' , რომელმაც ასეთი დონის პირველი ანიმაციური სურათი შექმნა.
ნიკიტა მიხალკოვის თქმით, მან ამ წლის ყველა ახალი ფილმი
ნახა, თუმცა წარსადგენად ამაზე უკეთესი და ღირსეული ვერაფერი შეარჩია. თვით მიხალკოვს ''ოსკარი'' აქვს მიღებული 1994 წელს კინოსურათისთვის ''მზით გათანგულნი'' .
ჟურნალი ''რეიტინგი''