აქსანა პუშკინას გადაცემის მორიგი სტუმარი, ალა პუგაჩოვას ყოფილი ქმარი - ალექსანდრ სტეფანოვიჩი გახლდათ. გადაცემა წყვილის ცოლ-ქმრულ ცხოვრებას მიეძღვნა.
სტეფანოვიჩის თქმით, ალა ბორისოვნა ნათელი ადამიანი იყო, თუმცა ეს მისი ცხოვრების მოკლე ეპიზოდი აღმოჩნდა, რადგან მათი ქორწინება, სულ 4 წელიწადს გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, მწერალი და რეჟისორი, ყოფილ ცოლზე დღემდე აღტაცებული საუბრობს.
"მან ყველაზე მთავარი მომცა - საკუთარი სიყვარული, რისთვისაც მზად ვარ დღემდე დავუკოცნო ხელები" - აღიარა სტეფანოვიჩმა.
რეჟისორმა

გადაცემაში პუგაჩოვას ყოფილმა ქმარმა საიდუმლო გათქვა, თუ როგორ გავრცელდა მომღერალზე ჭორები. მაგალითად: ერთხელ რესტორანში, სტეფანოვიჩმა იხუმრა, რომ ალამ ქმარი უთოთი მოკლა. ცოტახნის შემდეგ, როცა ვოლოგდიდან დაბრუნდა, ალამ უამბო, რომ მასთან მივიდნენ და ჰკითხეს: "თქვენ სცენაზე გამოსვლა არ გეკრძალებათ? თქვენზე ხომ გამოძიება მიმდინარეობს.."
განშორების მიზეზი ფილმის გადაღების პროცესი გახდა, რომლის რეჟისორიც სტეფანოვიჩი იყო. მუშაობის პროცესში, რეჟისორის თქმით, პუგაჩოვამ მოახერხა და მთელ გადამღებ ჯგუფს საქმე ჩაუშალა. შედეგად გადაწყდა, ის სოფია როტარუთი შეეცვალათ.
"მაშინ ალა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მე მის კონცერტებზე არ დავდიოდი და კონცერტის ჩაშლას არ ვცდილობდი. მან კი ეს გააკეთა. ძალიან რთული ხასიათი აქვს. ალბათ აღელდა, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით. მაგრამ აქ არჩევანი არ ყოფილა - სიყვარული თუ ვალი, სიყვარული თუ კარიერა. აქ ჩემი მხრიდან ცოტა წყენა იყო: მე შენთვის რაღაც გავაკეთე, დაგეხმარე, შენ კი ჩემი კარიერა ლამის გაანადგურე" - ყვება სტეფანოვიჩი.
პუგაჩოვასთან განქორწინების გამო, რეჟისორი ძალიან ნანობს. თანაც მის გადაღებას გეგმავდა, საკუთარ ფილმებში. "ჩვენ მხოლოდ სიყვარული არ გვაკავშირებდა, არამედ საერთო საქმიანობაც" - უამბო აქსანა პუშკინას, ალექსანდრ სტეფანოვიჩმა.
ნაოკო ვატანაბე