"ტრადიციული კავკასიური ქორწილი ამ კრიზისულ პერიოდშიც კი აოცებს მნახველს პომპეზურობით. მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და ნათესავებიდან არავის უნდა შეეპაროს ეჭვი ბედნიერი წყვილის შესაძლებლობებში. სწორედ ამიტომ, კავკასიური ქორწილი თავისი მასშტაბებით მ
ამ დღეებში ყველა გააოცა მილიარდერ მიხაილ გუცერიევის ვაჟის საიდის ქორწილმა. ინგუში ოლიგარქების ქორწილში იმღერეს ჯენიფერ ლოპესმა, ენრიკე იგლესიასმა და სტინგმა, იცეკვეს "სუხიშვილის" მოცეკვავეებმა, ყველგან იყო ფუფუნება და ნამდვილი დღესასწაული. პატარძალი კი მთლად ძვირფასეულობაში იყო ჩაფლული.
თუმცა ამ გაქანებით მართლა არ გაოცდებით, თუ გადახედავთ ჩვეულებრივ კავკასიურ ქორწილებს, რომლებიც ბევრად არ ჩამორჩება გუცერიევების ზეიმს. ასეთია ტრადიცია - დიდებულ დღესასწაულზე "იხარჯება" მთელი ოჯახი, თორემ სხვანაირად - სირცხვილია"! სოციალურ ქსელს გადავხედეთ და უამრავი ფოტო ვიპოვეთ, რომლებიც ჩვეულებრივ ქორწილებშია გადაღებული. ყურადღებით შევისწავლეთ ეს თემა და შევნიშნეთ, რომ ფოტოებს ბევრი რამ აქვს საერთო.
უსასრულო შლეიფი

ამბობენ, რომ ყველა გოგონა ოცნებობს ლამაზ საპატარძლო კაბაზე. ეს ოცნება რომ მთლიანად აგისრულდეს - კავკასიელ ბიჭს უნდა გაჰყვე ცოლად! კავკასიური სტილის მდიდრულ ქორწილს ამშვენებს პატარძლის კაბა უსასრულოდ გრძელი შლეიფით. გოგონა სრულყოფილად უნდა იყოს გამოწყობილი.
რაც უფრო გრძელია კაბის შლეიფი, მით უკეთესი. ამიტომაცაა, რომ კავკასიელი პატარძლების ფოტოები ხშირად არის გადაღებული ისეთი რაკურსით, რომ შლეიფის სიგრძე ჩანდეს. იხილეთ სრულად