30 მარტი, 2016
ბრიტანელმა წამყვანმა ჯენიფერ ლოპესის ტელეფონიდან დიკაპრიოს მესიჯი გაუგზავნა - ნახეთ, რა უპასუხა ლეომ
პოპულარული ბრიტანელი შოუმენის, ჯემის კორდონის შოუს ჯენიფერ ლოპესი სტუმრობდა.Carpool Karaoke - ასე ჰქვია შოუს ერთ-ერთ ნაწილს, სადაც ცნობილი მომღერლები ჯეიმსთან ერთად სხვადასხვა, მათ შორის, საკუთარ ჰიტებს ასრულებენ.

ჯეიმსი ჯენიფერის ტელეფონით დაინტერესდა და ჰკითხა, თუ ვისი ნომრები ჰქონდა მომღერალს. ბოლოს კი წამყვანმა ლოპესს ტელეფონი გამოართვა და ლეონარდო დიკაპრიოს ტექსტი გაუგზავნა: "ჰეი, საყვარელო, რაღაც მინდა, რომ ყველაფერს მოვწყდე. რას შემომთავაზებდი?

მომწერე. J.Lo". ჯენიფერმა ჯეიმსი გააფრთხილა, რომ ამ მესიჯს არ გააგზავნინებდა, მაგრამ გვიანი იყო, ვინაიდან კორდონს ტექსტი უკვე
გაგზავნილი ჰქონდა. რამდენიმე წუთში ლეოს პასუხიც მოვიდა...

რამდენიმე წუთიც და ოსკაროსანი ლეოს პასუხიც მოვიდა...: "დღეს საღამოს გულისხმობ ბუ ბუ? კლუბი?" - ლეონარდოს ამ პასუხის წაკითხვამ ისედაც მხიარულ განწყობაზე მყოფი ლოპესი და კორდენი, კიდევ უფრო გაამხიარულა. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS