დღეს პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლ ვარსკვლავებს წარგიდგენთ:
მეგ რაიანი
მსახიობმა ერთ-ერთ საზაფხულო კინოფესტივალზე გარშემომყოფები სრულიად არაბუნებრივი გამომეტყველებით გააოცა. მსოფლიოში ცნობილი ჟურნალები კი ამაზე აქტიურად წერდნენ.
მადონა
ახალგაზრდობის დევნაში, მადონა არაერთხელ დაწოლილა ქირურგიის დანის ქვეშ, მაგრამ პოპ-მუსიკის დედოფლის მსგავსი შეშუპებული სახე, მის თაყვანისმცემლებს არასდროს უნახავთ.
კარლა ბრუნის, ახალგაზრდობასა და სილამაზესთან გამოთხოვება არ სურს. ქალიშვილის დაბადებისთანავე, ყოფილმა მოდელმა ბოტოქსი გამოიყენა.

ნიკოლ კიდმანი
ნიკოლი არაერთხელ გამოტყდა ბოტოქსის "ბოროტად" გამოყენებაში, მაგრამ მკერდის გადიდებაზე არასდროს უსაუბრია.

მიკი რურკი
მსახიობი ყოფილი ბოქსიორია და ალბათ სწორედ ამიტომ მიმართა პლასტიკურ ქირურგიას დახმარებით. დღეს მისი სახე ძალიან განსხვავდება ერთ დროს ბევრისთვის ძალიან მიმზიდველი მიკი რურკისგან.

ჯოსელინ ვილდენშტეინი
ზოგი ეწევა, ზოგი ნარკოტიკზეა დამოკიდებული, ზოგიერთი კი ჯოსელინ ვილდენშტეინივით პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებს. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა 32 წლის ჯოსელინის ქმარს სურვილი გაუჩნდა, მისი ცოლი, საყვარელ ცხოველს - კატას დამსგავსებოდა.

დონატელა ვერსაჩე
პლასტიკური ქირურგიის ცნობილ მსხვერპლზე საუბრისას, შეუძლებელია არ გაგახსენდეთ, იტალიელი მოდელიორი - დონატელა ვერსაჩე. გარეგნობაზე მისი ექსპერიმენტები, ძმის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, როცა დონატელა, ვერსაჩეს სამოდელო სახლს გაუძღვა. 56 წლის ასაკში მან როგორც იქნა აღიარა, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია შინაგანი და არა გარეგნული სილამაზე.

ვალერი ლეონტიევი
ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მომღერალს პლასტიკური ქირურგიისთვის არაერთხელ მიუმართავს. ბოლო ოპერაცია - ქუთუთოების დაჭიმვა იყო. ქირურქის შეცდომის გამო, მას ზედა ქუთუთოს კუნთი დაუზიანდა, რის გამოც ლეონტიევს თვალის დახუჭვა არ შეეძლო. მომღერალს განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდა.

მაშა მალინოვსკაია
34 წლის, ცნობილმა ტელე წამყვანმა - მაშა მალინოვსკაიამ, მოახერხა და აბსოლუტურად შეიცვალა. ცვლილებები არამარტო სახეს, მკერდსაც შეეხო. მიუხედავად აშკარა ქირურგიული ჩარევებისა, თავად მაშა, ამ ფაქტს დიდხანს უარყოფდა, თუმცა საბოლოოდ, აღიარება მაინც მოუხდა.

მაშა რასპუტინა
პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი რეკორდსმენი და ცნობილი მსხვერპლი, ეპატაჟური გარეგნობის მქონე რუსი მომღერალი მაშა რასპუტინაა.

იულია ვოლკოვა
ერთ დროს ძალიან ცნობილი ჯგუფის "Тату" წევრმა, იულია ვოლკოვამ ქორწილისთვის გარეგნობის კორექტირება გადაწყვიტა. თუმცა როგორც ხედავთ ექსპერიმენტმა ვერც აქ გაამართლა.

სერგეი ზვერევი
და რა თქმა უნდა, პლასტიქურ ქირურგიას გვერდს ვერ ავუვლით, სერგეი ზვერევის ხსენების გარეშე. მან ცხვირის, ნიკაპის, ლოყებისა და ტუჩების კორექცია გაიკეთა. დღეს მისი გარეგნობა საკუთარი პირვანდელი სახისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

ნაოკო ვატანაბე