02 სექტემბერი, 2013
ვის ირჩევენ მილიარდერები
სანამ აბრამოვიჩი თავის კაპიტალს ამრავლებს, ჟუკოვა მოსკოვში გალერეა ''გარაჟს'' უვლის და ორ შვილს - აარონსა და ლეოს ზრდის ყველას აინტერსებს, როგორ ქალებს ირჩევენ ყველაზე მდიდრები - მილიარდერები, ბიზნესმენები და ოლიგარქები. თურმე მილიარდერის ცოლი რომ გახდე, სულაც არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ტოპმოდელი იყო. როგორც ამბობენ, მდიდრებსაც აქვთ თავიანთი ახირებები.

რომან აბრამოვიჩი და დაშა ჟუკოვა ალბათ ყველაზე ცნობილი წყვილია სიიდან ''ბიზნესმენს პლუს ლამაზმანი'' . მილიარდერის რჩეული შეძლებული ოჯახის შვილია (დარიას მამა კომპანია ''სინთეზ ოილის'' დამაარსებელია), შესანიშნავად აღზრდილი,
განათლებული და კარგი გარეგნობის. სანამ აბრამოვიჩი თავის კაპიტალს ამრავლებს, ჟუკოვა მოსკოვში გალერეა ''გარაჟს'' უვლის და ორ შვილს - აარონსა და ლეოს ზრდის.
Rating
მარკ ცუკერბერგი, ''ფეისბუქის'' დამაარსებელი, მეორე ადგილზეა ყველაზე მდიდარ ახალგაზრდებს შორის - მისი ქონება 13,3 მლრდ დოლარია. ის თავის ცოლ პრისცილა ჩანგს ჯერ კიდევ ჰარვარდში სწავლის დროს შეხვდა, როცა ჩვეულებრივი სტუდენტი იყო. პრისცილა ყოველთვის იყო მისი მეგობარი და თანამზრახველი, ასე რომ, მათ დაქორწინებას შარშან არავინ გაუოცებია.
Rating
დონალდ ტრამპი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ლიდერია, რომელიც ცოლებად, როგორც წესი, მოდელებს ირჩევს. მისი მესამე ცოლი სლოვენიელი მანეკენი მელანია კნაუსია, ქმარზე 24 წლით უმცროსი. დაქორწინების შემდეგ მელანია საიუველირო სამკაულებმა გაიტაცა და ძვირფასეულობის საკუთარი ხაზი აამოქმედა.
Rating
''მაიკროსოფტის'' დამაარსებელი ბილ გეიტსი დიდხანს ინარჩუნებდა პირველობას უმდიდრესთა სიაში. მისი ცოლი მელინდა ერთ დროს მისი ქვეშევრდომი იყო. მომავალი მის გეიტსი ყოველთვის გამოირჩეოდა სიბეჯითით და კარიერაში მისი ერთ-ერთი საფეხური იყო ''მაიკროსოფტში'' მუშაობა, სადაც ბოსთან რომანი გააბა. მას მერე 19 წელი გავიდა და ისინი ერთად არიან, აერთიანებთ საერთო საქმე, ქველმოქმედების სიყვარული და საერთო შვილები.
Rating
ვლადისლავ დორონინი, კომპანია ''კაპიტალ გრუპის'' თანამფლობელი მოდელებს ირჩევს და ნაომი კემპბელთან დაშორების მერე მათ ხელთათმანებივით იცვლის. ამჟამად მის გვერდით ჩინელი ლოუ ზილინია, ყოფილი ''მის ჩინეთი'' , მანეკენი. ქორწილზე ჯერ არ არის ლაპარაკი, წყვილი მილიარდერის იახტით უვლის მსოფლიოს და ფუფუნებით ტკბება.
Rating
ამერიკელი მედიამაგნატი ბარი დილერი მოდელიერ დიანა ფონ ფიურსტენბერგზე 2001 წელს დაქორწინდა. დიანამ ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავად მიაღწია, ასე რომ, ქორწინება მისთვის არ ყოფილა ფინანსურად მომგებიანი სვლა, ეს გულის გამოძახილი იყო. წყვილი ბედნიერებას ანათებს. სხვათა შორის, ქორწილის მომენტში პატარძალი უკვე 54 წლის იყო, ასე რომ, ყველა ფულიანი მამაკაცი როდი ირჩევს ნორჩ მოდელებს.
Rating
რუსი მილიარდერი სერგეი როდიონოვი ეპატაჟურ ქალბატონზეა დაქორწინებული. სანამ ქმარი საკუთარი საბანკო საქმეებითა და საგამომცემლო სახლით არის დაკავებული, მისი ცოლი ოლგა სიამოვნებით შიშვლდება მამაკაცების ჟურნალებისთვის, უშვებს ჟურნალებს თავისივე ეროტიკული ფოტოებით და მსოფლიოში ცნობილ ფოტოგრაფებთან თანამშრომლობს - ფული არ უჭირს, ქმარიც არ არის წინააღმდეგი.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS