ვიდრე თინა კანდელაკი რუსეთის დედაქალაქს "დაიპყრობდა", მან ბიზნესმენი და მხატვარი ანდრეი კონდრახინი გაიცნო და რომანტიკული ურთიერთობაც მაშინვე დაიწყო.
ორი წლის შემდეგ წყვილი ოფიციალურად შეუღლდა. კონდრახინთან ქორწინებაში კანდელაკს ორი შვილი - გოგონა მელანია და ვაჟი ლეონტი შეეძინა. წყვილი ერთად 11 წელი ცხოვრობდა. საბოლოოდ უამრავი კონფლიქტისა და ჩხუბის გადატანის შემდეგ, თინა ქმარს დაშორდა.

ბავშვები თინასთან ცხოვრობენ, თუმცა მამას რეგულარულად ნახულობენ. ჟურნალისტი წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, რომ კონდრახინს
განქორწინების მიზეზებზე, არც თინა და არც კონდრახინი არ საუბრობენ. ზოგი ამბობს, რომ ამის მიზეზი ფინანსური უთანხმოება გახდა, მეორე ვერსიით წყვილი ერთმანეთისგან დაიღალა.
დღეს თინა ყოფილ დედამთილთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.
ნახეთ როგორ გამოიყურებიან თინა კანდელაკის შვილები.


