21 მარტი, 2016
მონიკა ბელუჩის მამა, მსახიობის ბავშვობას იხსენებს - "ის ისეთი უშნო იყო" + უნიკალური ფოტოები
ჯერ კიდევ მაშინ, მისი სილამაზე შეუმჩნეველი არავის რჩებოდა
მონიკა ბელუჩი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა და წლებთან ერთად კიდევ უფრო უკეთესი ხდება.

როგორც მონიკას მამა ყვება, ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა.

"ის ისეთი უშნო იყო" - ღიმილით ამბობს ქალიშვილის პირველი შიშველი ფოტოს შეხედვისას, სადაც ის 4 თვისაა.

მოზარდობის ასაკამდე მშობლები ყოველთვის მოკლედ ჭრიდნენ თმას, რადგან მამა დარწმუნებული იყო, რომ ამ მეთოდით, მისი თმა ბევრად სქელი და
ძლიერი გახდებოდა. "სწორედ ამიტომ აქვს დღემდე ლამაზი, გრძელი და შავი თმა" - დარწმუნებულია მამა.
Rating

უკვე 12 წლის ასაკში, აშკარა გახდა, რომ მონიკა უნიკალურია: ის ჩაცმის განსაკუთრებულ გემოვნებას ავლენდა, ლტოლვა მოდის მიმართ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. მაკიაჟი და კოხტა თავსაფარი, რომელიც მის მოკლე, ხვეულ თმას ფარავდა.
Rating

ჯერ კიდევ მაშინ, მისი სილამაზე შეუმჩნეველი არავის რჩებოდა. შემთხვევითი ნაცნობებიც კი სიმდიდრესა და საზღვარგარეთ ახალ ცხოვრებას ჰპირდებოდნენ. სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე ჩუმად ხატავდა. თუმცა პატარა ქალაქში, ასეთი გამონაკლისი, ყოველთვის სახარბიელო არ არის. ზედმეტად დიდი ყურადღების გამო, მონიკა ხანდახან გარიყულიც იყო. .
23EF8EA400000578-2868294-Family_portrait_Pasquale_Belucci_pictured_back_says_his_daughter-m-3_1418218418377

"სხვა დანარჩენი ბავშვები, როგორც ნებისმიერი მოზარდი, სკოლის შემდეგ სასერინოდ მიდიოდნენ. ის კი მაშინვე სახლში გამორბოდა, რადგან იქ ყველა მას უყურებდა, მონიკას კი ძალიან რცხვენოდა. მე მას ვეუბნებოდი: "ამას უნდა შეეგუო. ასეთს ხალხი მთელი ცხოვრება შემოგხედავს. ძლიერი უნდა იყო". და მაშინ გაიფურჩქნა. ის გაძლიერდა" - ყვება მსახიობის მამა.

ამ სიტყვებმა მონიკას თავდაჯერებულობა შეჰმატა, მალე ერთმა სტილისტმაც "გახსნა" - პიერო მონტანუჩი, ვისთანაც მონიკა დღემდე მეგობრობს. პიერო ამბობს, რომ მონიკას სილამაზე მრავალი წლის შემდეგაც არ შეცვლილა.
1

ბელუჩის პირველი სიყვარული 14 წლის ასაკში ეწვია. ბიჭი 4 წლით უფროსი იყო.
"შემეძლო ეს უფრო ადრე გამეკეთებინა, რადგან ძალიან თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ეს ბიჭთან გავაკეთე, რომელიც ძალიან მიყვარდა, მასში ყველაფერი მომწონდა და ყველაფერი რაც ჩვენს შორის მოხდა, მშვენიერი იყო" - იხსენებს მონიკა.

23EFA0A000000578-2868294-Captivating_Monica_s_father_recalled_that_she_d_come_straight_ho-a-69_1418217596718
23EFA12000000578-2868294-Old_friends_Piero_Montanucci_still_remains_friends_with_the_actr-a-74_1418217630309

მსახიობმა ყველა ვარსკვლავურ პერსპექტივაზე თქვა უარი, ვიდრე სკოლა არ დაამთავარა.
"არ უნდოდა ცნობილი გამხდარიყო, ყოველთვის ამბობდა, რომ სწავლა სურდა. უბრალოდ ყველაფერი ასე მოხდა. ყველაფერს ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებდა. აი რატომაა მისი კარიერა ასეთი ხანგრძლივი. სწორედ ამიტომ, 50 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვარსკვლავია".
შეხედეთ მის ტუჩებს - ამბობს ბელუჩის მამა, მონიკას ბავშვობის სურათების ჩვენებისას. ყველა ამბობს, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეტა, მაგრამ აი მტკიცებულებები! ის მთლიანად ნატურალურია".

Rating

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ლალი
მონიკას ვერავინ შეედრებაააა....
23:21 / 29-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
სტატიის სათაური მამამისის ხუმრობაზეა, რომელიც მან 4 თვის ბავშვის სურათზე თქვა. ის ამბობს, თავიდანვე ლამაზი იყო და ეს სილამაზე შეუმჩნეველი არავის რჩებოდაო. დიახ, ნამდვილად კარგი ქალია. მომხიბლავი, მდიდრული გარეგნობის, დახვეწილი ნაკვთებით, ეშხიანი. რა თქმა უნდა, ლამაზია, თუმცა სილამაზით კი არა, სწორედ დახვეწილობითაა გამორჩეული. უფრო ლამაზი კი ბევრი სხვაც არის. ვისაც თეა დარჩიასთან შედარება აღიზიანებს, ვეტყვი, ყველას თავისი ხედვა აქვს და არ შეიძლება ამაზე კაპასი. ისე, ტეა დარჩია ნამდვილად შესანიშნავი და დახვეწილი გარეგნობის ქალბატონია და ამ ასაკში ბრწყინვალე ფორმაშია, რაც ალბათ "თეთრი შურის" მიზეზიცაა. გულზე ნუ გასკდება ზოგი და მე ბელუჩიზე წინ მაკა ასათიანს დავაყენებდი(რამდენიმე უცხოელსაც).
15:14 / 29-04-2017
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ეს თუ მახინჯი იყო :D ადრეც ლამაზი ქალი ყოფილა და ძალიან ბუნებრივი სილამაზით.
04:08 / 24-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მარა
უშნოოოოოოო იყოოოოოო..... ღადაოობთ :))))) ლამაზი ქალები ყოველთვის ლამაზები არიან !!!!! მონიკა ღვთაებრივია
18:58 / 23-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ხახახახახა
არ დასკდენენ შურით მახინჯი გოგოები თეა დარჩიას შედარების გამო...ბოღმა არ იკურნება თამუნა და 1
11:03 / 23-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS