მონიკა ბელუჩი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა და წლებთან ერთად კიდევ უფრო უკეთესი ხდება.
როგორც მონიკას მამა ყვება, ის ყოველთვის ასეთი არ ყოფილა.
"ის ისეთი უშნო იყო" - ღიმილით ამბობს ქალიშვილის პირველი შიშველი ფოტოს შეხედვისას, სადაც ის 4 თვისაა.
მოზარდობის ასაკამდე მშობლები ყოველთვის მოკლედ ჭრიდნენ თმას, რადგან მამა დარწმუნებული იყო, რომ ამ მეთოდით, მისი თმა ბევრად სქელი და

უკვე 12 წლის ასაკში, აშკარა გახდა, რომ მონიკა უნიკალურია: ის ჩაცმის განსაკუთრებულ გემოვნებას ავლენდა, ლტოლვა მოდის მიმართ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. მაკიაჟი და კოხტა თავსაფარი, რომელიც მის მოკლე, ხვეულ თმას ფარავდა.

ჯერ კიდევ მაშინ, მისი სილამაზე შეუმჩნეველი არავის რჩებოდა. შემთხვევითი ნაცნობებიც კი სიმდიდრესა და საზღვარგარეთ ახალ ცხოვრებას ჰპირდებოდნენ. სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე ჩუმად ხატავდა. თუმცა პატარა ქალაქში, ასეთი გამონაკლისი, ყოველთვის სახარბიელო არ არის. ზედმეტად დიდი ყურადღების გამო, მონიკა ხანდახან გარიყულიც იყო. .

"სხვა დანარჩენი ბავშვები, როგორც ნებისმიერი მოზარდი, სკოლის შემდეგ სასერინოდ მიდიოდნენ. ის კი მაშინვე სახლში გამორბოდა, რადგან იქ ყველა მას უყურებდა, მონიკას კი ძალიან რცხვენოდა. მე მას ვეუბნებოდი: "ამას უნდა შეეგუო. ასეთს ხალხი მთელი ცხოვრება შემოგხედავს. ძლიერი უნდა იყო". და მაშინ გაიფურჩქნა. ის გაძლიერდა" - ყვება მსახიობის მამა.
ამ სიტყვებმა მონიკას თავდაჯერებულობა შეჰმატა, მალე ერთმა სტილისტმაც "გახსნა" - პიერო მონტანუჩი, ვისთანაც მონიკა დღემდე მეგობრობს. პიერო ამბობს, რომ მონიკას სილამაზე მრავალი წლის შემდეგაც არ შეცვლილა.

ბელუჩის პირველი სიყვარული 14 წლის ასაკში ეწვია. ბიჭი 4 წლით უფროსი იყო.
"შემეძლო ეს უფრო ადრე გამეკეთებინა, რადგან ძალიან თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ეს ბიჭთან გავაკეთე, რომელიც ძალიან მიყვარდა, მასში ყველაფერი მომწონდა და ყველაფერი რაც ჩვენს შორის მოხდა, მშვენიერი იყო" - იხსენებს მონიკა.


მსახიობმა ყველა ვარსკვლავურ პერსპექტივაზე თქვა უარი, ვიდრე სკოლა არ დაამთავარა.
"არ უნდოდა ცნობილი გამხდარიყო, ყოველთვის ამბობდა, რომ სწავლა სურდა. უბრალოდ ყველაფერი ასე მოხდა. ყველაფერს ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებდა. აი რატომაა მისი კარიერა ასეთი ხანგრძლივი. სწორედ ამიტომ, 50 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვარსკვლავია".
შეხედეთ მის ტუჩებს - ამბობს ბელუჩის მამა, მონიკას ბავშვობის სურათების ჩვენებისას. ყველა ამბობს, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეტა, მაგრამ აი მტკიცებულებები! ის მთლიანად ნატურალურია".

პენი ლეინი