21 მარტი, 2016
სერიალის "მეამბოხე სულები" ვარკსვლავს ლუისანა ლოპილატოს მეორე ვაჟი შეეძინა
სერიალის "მეამბოხე სულები" მსახიობი ლუისანა ლოპილატო და მისი მეუღლე, მუსიკოსი მაიკლ ბუბლე, ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ელიასი დაარქვეს. ამის შესახებ თავად ბუბლე წერს თავის Twitter -ზე.

შეგახსენებთ რომ მსახიობმა ლუისანა ლოპილატომ პოპულარობა მიას როლის განსახიერებით მოიპოვა, რომელიც ყველასთვის ცნობილ, ახალგაზრდულ სერიალში "მეამბოხე სულები" შეასრულა.

2008 წელს გაიცნო კანადელი მუსიკოსი მაიკლ ბუბლე, ბუენოს-აირესში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე, მოგვიანებით კი საკუთარ კლიპში - Haven't Met You Yet გადაიღო. 2009 წელს წყვილი
დაინიშნა, ქორწილი 3 წლის შემდეგ შედგა.
Rating
ვარსკვლავური წყვილის პირველი ვაჟი - ნოე 2013 წლის აგვისტოში მოევლინა ქვეყანას. მსახიობის მეორე ფეხმძიმობის შესახებ კი 2015 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი.
ვულოცავთ ამ მშვენიერ წყვილს, მეორე შვილის დაბადებას.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS