ერთადერთი სიმდიდრე, რაც შედარებით ჩანს და მისი ქონების ადეკვატურია, მისი სახლი გახლავთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ
სახლის ფართობი 520 კვადრატული მეტრია, 13 ოთახით, რომელთა შორის ხუთი საძინებელი და ხუთი სააბაზანოა, ბუხრები, შუშაბანდიანი ტერასა და უშველებელი სამზარეულო, რომელიც ბაღში გადის.
ორსართულიანი სახლი ქუჩიდან მოშორებით არის და აგურის კედლით შემოსაზღვრული. სახლს წინ დიდი ეზო აქვს, ციტრუსის ხეებით, კროკეტის სათამაშო მინდვრით, აუზით, ფანჩატურით.
სახლი ეჯვუდ-დრაივის ქუჩაზე მდებარეობს, სულ 10 წუთის სავალზე "ფეისბუქის" შტაბ-ბინიდან. საკმაოდ ძველი შენობაა – 1866 წელს არის აგებული, როგორც ვიქტორიანული კოტეჯი, და ექიმ უილიამ ნიუელს ეკუთვნოდა – ქალაქის პირველ მკვიდრს.
1906 წელს სახლი ექიმმა ალექსანდრ მაკინტაირმა აღადგინა, 1909 წელს კი შტატის სენატის წევრმა მარშალ ბლეკმა შეიძინა. 2007 წელს სახლი რესტავრირდა, მერე კი, 2013 წელს, ეს უძველესი ნაგებობა მარკ ცუკერბერგის ხელში აღმოჩნდა.
სხვათა შორის, სახლის ყიდვის შემდეგ ცუკერბერგმა კიდევ 30 მილიონი დოლარი დახარჯა მეზობელი სახლების შესყიდვაზე, რომლებიც მოგვიანებით გააქირავა. იხილეთ ფოტოები