31 აგვისტო, 2013
კოლინ შენონი - მსოფლიოს ყველაზე სექსუალური დიჯეი
ჰიუ ჰეფნერმა პირადად აარჩია „პლეიბოის“ თვის გოგონას სახით და ამავე წლის იანვრის ჟურნალი გარეკანზე მისი ფოტოთი გამოვიდა. ეს ჟურნალის საიუბილეო ნომერი იყო - 50 წლისთავთან დაკავშირებული და კოლინის გამოჩენა საიუბილეო ნომრის გარეკანზე ასმაგად პრესტიჟული აღმოჩნდა ქერა კოლინ შენონი იმით არის ცნობილი, რომ ყველაზე სექსუალური ქალბატონია ქალ დიჯეებს შორის. კოლინი არ ერიდება გაშიშვლებას - მისი გულახდილი ფოტოები ხშირად ჩნდება მამაკაცთა ჟურნალებში - „მაქსიმი“ , „პლეიბოი“ , FHM.

კენონი 1978 წლის 14 აპრილს არის დაბადებული ამერიკაში, ალასკის
შტატში. მისი ოჯახი მაშინ გადავიდა კალიფორნიაში, როცა გოგონა 16 წლის იყო.

პირველი მსოფლიო წარმატება 2004 წელს ეწვია, როცა ჰიუ ჰეფნერმა პირადად აარჩია „პლეიბოის“ თვის გოგონას სახით და ამავე წლის იანვრის ჟურნალი გარეკანზე მისი ფოტოთი გამოვიდა. ეს ჟურნალის საიუბილეო ნომერი იყო - 50 წლისთავთან დაკავშირებული და კოლინის გამოჩენა საიუბილეო ნომრის გარეკანზე ასმაგად პრესტიჟული აღმოჩნდა.

2006 წელს ბრიტანულ ტელევიზიაში მონაწილეობდა სატელევიზიო შოუში „სიყვარულის კუნძული“ , საიდანაც ასევე გაითქვა სახელი. მერე თამაშობდა ეპიზოდურ როლებს ფილმებში „ფანტასტიკური მებრძოლი“, „ანარეკლები“ . მონაწილეობდა ტელესერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“ .

სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ კოლინის სახელი არცთუ სასიამოვნო ამბის გამოც გაჟღერდა - 2012 წლის აგვისტოში კოლინ შენონი თავისი მეგობრის კანადიდან აშშ-ში შეყვანის არალეგალური მცდელობის გამო დააპატიმრეს. სასამართლო ამ საქმეზე ჯერ არც არის დამთავრებული და კოლინის მეგობარს 10 წლით პატიმრობა ემუქრება, თვით კოლინს კი - 4-დან 10 თვემდე.

კოლინი რამდენიმე წელია მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს, მსოფლიოს წარმატებულ კლუბებში დიჯეობს და კლუბებში მუსიკის მოსმენის მოყვარულთა საყოველთაო აღიარებით სარგებლობს. სცენაზე გაუფორმებია სნუპ დოგის, ფეტ ჯოის და სხვათა გამოსვლები.

განსაკუთრებით ხშირად ჩნდება ბევერლი-ჰილზის კლუბებში. მას მერე, რაც მისი სექსუალური ფოტოები მსოფლიომ იხილა, მისმა პოპულარობამაც იმატა და შესაბამისად, ჰონორარებმაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიჯეია ქალ და მამაკაც დიჯეებს შორის და ყველაზე მაღალანაზღაურებადი იმ დიჯეებს შორის, რომელთაც გულახდილ ფოტოსესიებში მონაწილეობას სთავაზობენ.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS