18 მარტი, 2016
XXI საუკუნის 7 ყველაზე ცნობილი პრინცი
ხშირად გვეჩვენება, რომ პრინცები და პრინცესები თანამედროვე ცხოვრებისგან ძალიან შორს დგას. თუმცა ზოგიერთმა ქვეყანამ მონარქია შეინარჩუნა, ე.ი. იქ პრინცები დღემდე არსებობენ. გთავაზობთ, უფრო ახლოს გაიცნოთ ზოგიერთი მათგანი:

უელსის პრინცი

Rating
პრინცი ჰარი - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტახტის მემკვიდრეა მსოფლიოში. წითური პრინცი, ევროპის მთელი არისტოკრატული სამყაროს დიდ სიმპათიებს იწვევს.

ბრუნეის პრინცი

Rating
ალ-მუხტადი ბილა ბოლკიაჰ - ამ ადამიანს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს.
ერთადერთი გამონაკლისი - მისი მდიდრული ქორწილია, უბრალო სტუდენტ გოგონასთან - სარასთან. ქორწილის ფოტოებმა მთელი
მსოფლიო მოიარა. სხვა ცისფერსისხლიანებისგან განსხვავებით, ბრუნეის პრინცი რეალურადაა საქმით დაკავებული. ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ბრუნეის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

შვეციის პრინცი

Rating
მის აღმატებულება კარლ ფილიპს, საკმაოდ მშვიდი და ზომიერი ცხოვრება აქვს. პრინცი ავტორბოლითა და მხატვრობითაა გატაცებული. ის მონაწილეობას იღებდა National Geographic -ის რამდენიმე ფილმის შექმნაში. კარლ ფილიპის მეუღლე, პრინცესა სოფიაა, რომელიც პრინცესობამდე მოდელად, იოგის ინსტრუქტორად და მიმტანადაც კი მუშაობდა.

Rating


მონაკოს პრინცი

Rating
ანდრეა კაზირაგი, მონაკოს პრინცი, გულწრფელად ამაყია იმით, რომ 1000 წიგნი აქვს წაკითხული და არ უყვარს პაპარაცები. მეუღლეზე, კოლუმბიელ ტატიანაზე, ვაჟის შეძენიდან წლინახევრის შემდეგ იქორწინა.

Rating


იორდანიის პრინცი

Rating

პრინცი ჰუსეინ ბინ ალ-აბდულა ძალიან აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ის 21 წლისაა და წარმატებით აგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში. იტაცებს ფეხბურთი და მოტოციკლეტი. იორდანიის პრინცი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ქველმოქმედებას.

Rating

დანიის პრინცი

Rating
დანიის პრინცმა, ფრედერიკმა, ჰარვარდის უნივერსიტეტი დაასრულა. თავისი ავსტრალიელი ცოლი სიდნეიში, ოლიმპიურ ჩემპიონატზე გაიცნო. გრაფინია მერისთან მას უკვე 4 შვილი აკავშირებს.

Rating

დუბაის პრინცი

Rating

დუბაის შეიხს ხშირად დისნეელ ალადინს ადარებენ და პლანეტაზე ყველაზე სასურველ სასიძოდ მოიხსენიებენ. ხამდან იბნ მოჰამედ ალ-მაკტუნს შესანიშნავი განათლება აქვს და საინტერესო გატაცებებიც: წერს ლექსებს და დაკავებულია ექსტრემალური სპორტით.

Rating
პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS