17 მარტი, 2016
ჰომოსექსუალიზმში ეჭვმიტანილ ტარკანს ცოლი მოჰყავს - მომღერლის ცხოვრების 5 სკანდალური ისტორია
ვიდრე მომღერლის ცხოვრების სკანდალურ ეტაპებს გავიხსენებთ, შეგატყობინებთ, რომ მომღერალი მალე დაოჯახებას აპირებს. როგორც თურქული საიტები იუწყებიან, მისი რჩეული მისივე თაყვანისმცემელია. წყვილმა ერთმანეთი 5 წლის წინ გაიცნო, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა მალევე დაიწო და 43 წლის მომღერალმა გოგონას საკუთარი ხელი და გული შესთავაზა.
Rating
ტარკანისა და პინარ დილეკის ქორწილი ამ წელს უნდა შედგეს.

17 ოქტომბერს თურქ მომღერალს, ტარკანს 43 წელი შეუსრულდა. მუსიკალური კარიერის მანძილზე მას არაერთხელ გაუოცებია საზოგადოება როგორც შემოქმედებით, ისე ქცევით. დღეს გადავწყვიტეთ გავიხსენოთ ყველაზე არაორდინალური
ფაქტები "პოპ-მუსიკის პრინცის" ცხოვრებიდან.

დაბადების ისტორია

ისტორია, რომ ცნობილი მსახიობი არ უნდა დაბადებულიყო, უკვე ლეგენდად იქცა. რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე პატარა ტარკანი დაიბადებოდა, დედამისი ავარიაში მოყვა და კომაში ჩავარდა. ექიმები ქალის სიცოცხლის გადასარჩენად, ნაყოფის მოშორებას აპირებდნენ, მაგრამ ტარკანის მამას უცნაური სიზმარი დაესიზმრა. მან სიზმრად ნახა აბსოლუტურად ჯანმრთელი ბიჭუნა, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა, შუბლზე კი ვარსკვლავი ჰქონდა გამოსახული. ამის შემდეგ მამამ მიიღო გადაწყვეტილება და ექიმებს მუცელი არ მოაშლევინა.

ნარტკოტიკი
Rating
2010 წელს ტარკანი სტამბოლში, ნარკოპოლიციელებმა დააკავეს. მის ვილაზე აღმოაჩინეს 12,5 გრ ჰაშიში. დაკითხვაზე მომღერალმა აღიარა, რომ ნარკოტიკების მოხმარება 6 წლის წინ დაიწო და მკურნალობის კურსის გავლა სურდა. თუმცა ეს ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა. დაკავებიდან 3 დღის შემდეგ, მომღერალი პატიმრობიდამ გაანთავისუფლეს. მისმა ადვოკატმა კი ნაპოვნი ნარკოტიკების ბრალდება უარყო.

ჰომოსექსუალობა
Rating
მომღერალი რაც უფრო მეტად პოპულარული ხდებოდა, მით უფრო ბევრს საუბრობდნენ მისი ორიენტაციის შესახებ. ერთხელ ერთ-ერთ თურქულ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ტარკანი მამაკაცს კოცნის - წარწერით: "ტარკანი დიდხანს მალავდა საკუთარ ჰომოსექსუალობას". ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს უბრალოდ ფოტომონტაჟი იყო. საკითხი გაცილებით მწვავე აღმოჩნდა, როცა ტარკანის ყოფილი პროდიუსერის მოგონებების წიგნი გამოვიდა. მომღერლის ძალისხმევის წყალობით, წიგნის გაყიდვა შეწყდა, გაყიდული ტირაჟები კი სასამართლოს მანდატურების მიერ განადგურდა.

"Cosmopolitan " - ის გარეკანი

ტარკანი გახდა პირველი მამაკაცი, რომელიც ქალების ჟურნალისთვის გადაიღეს. ადგილობრივი Cosmopolitan -ის გამომცემლებმა უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგეს - პირველად ქალების ჟურნალCosmopolitan - ის გარეკანზე, მომხიბვლელი გოგონას ნაცვლად თურქეთის N-1 მამაკაცი გამოჩნდა.

ჯარს გაურბოდა

თურქული კანონის მიხედვით მომღერალს ერთ წლიანი ჯარი უნდა მოეხადა. მისი პაცეფისტური ბუნებიდან გამომდინარე კი, ტარკანი სასტიკ უარზე იყო. იმისთვის რომ ჯარს გაქცეოდა, მომრერალს გერმანიაში ცხოვრებაც მოუხდა. თუმცა დიდი ხნით დამალვა არ მოუწია, რადგან თურქეთის კანონმდებლობამ მალევე შემოიღო ახალი კანონი, რომლის თანახმად ჯარისკაცი მხოლოდ 28 დღიან წვრთნას გაივლიდა, იმ პირობით, თუ იზმირის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების ფონდში 16 ათას დოლარს გადარიცხავდა. ეს პირობები ტარკანისთვს დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ის დაბრუნდა და 28 დღიანი ვალდებულება სამშობლოს მიუძღვნა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS