16 მარტი, 2016
პრინცი უილიამი და ედი რედმეინი კოლეჯში მეგობრები იყვნენ - მსახიობი პრინცთან მის მეგობრობას იხსენებს
ფილმში "ყველაფრის თეორია" , სტივენ ჰოკინგის როლის შესანიშნავი განსახიერებით, ედი რედმეინმა მსოფლიოს ყურადღება მაშინვე მიიპყრო. მისი ნიჭი დადებითად შეაფასეს არამარტო თაყვანისმცემლებმა, არამედ კოლეგებმა და კინოკრიტიკოსებმაც.

ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოსკაროსანი მსახიობი არც მეტი არც ნაკლები კოლეჯში პრინც უილიამთან ერთად სწავლობდა.

ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში ედი პრინცთან მეგობრულ ურთიერთობაზე ალაპარაკდა.

აღმოჩნდა, რომ ისინი არამარტო ერთად სწავლობდნენ, არამედ რაგბის გუნდშიც ერთად თამაშობდნენ. სამწუხაროდ მათი მეგობრობა უნივერსიტეტის კედლებს არ გასცდენია.

"კოლეჯში ჯგუფელები ვიყავით - იხსენებს რედმეინი. თუმცა ერთმანეთი
მას შემდეგ არ გვინახავს. 1997 წელს ერთ გუნდში ვთამაშობდით. უილიამს ყოველთვის ვუთანაგრძობდი, რადგან გუნდში ინგილისის მომავალი მეფის დამარცხება ყველას სურდა. თუმცა უილიამი ყველა დარტყმას იგერიებდა. დარწმუნებული ვარ, რომ უილი გაცილებით საშიშად გამოიყურებოდა, ვიდრე მე. მე კი საერთოდ არ მგონია, რომ ცხოვრებაში ვინმეს შეშინებას ოდესმე შევძლებ.

სტუდენტობის შემდეგ ერთმანეთს არ შევხვედრივართ, თუმცა ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო".

ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, ედი რედმეინი ძველ მეგობარს მალევე შეხვდა. 2015 წლის 3 ივლისს კემბრიჯში Polo - ში გაიმართა შეჯიბრი.
Rating
ტრადიციულად თამაშში მონაწილეობა მიიღო პრინცმა უილიამმა, მისი თამაშის სანახავად კი ბევრი ვარსკვლავი მივიდა.
Rating
სტუმრებს შორის აღმოჩნდა მსახიობი ედი რედმეინიც. უილიამსა და ედის პირისპირ შეხვედრისას სახე ღიმილით გაებადრათ - მათ ხომ ერთმანეთი დიდი ხანია არ უნახავთ, თუმცა ოდესღაც კარგი მეგობრები იყვნენ.Rating
RatingRating




















































პენი ლეინი









FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS