30 აგვისტო, 2013
ეპატაჟური მილიარდერი მოდური დიზაინერი გახდა
აღიარებს, რომ წელიწადში დაახლოებით 200 შოუს ესწრება, მის უძვირფასეს სახლში კი ისეთი ფილმების გადაღებები მიმდინარეობდა, როგ­ორებიცაა ''ჩარლის ანგელოზები'' და ''დიდი ლებოვსკი''
''მოდის სამყაროს ნიანგი დანდი'', ექსტრავაგანტური ამერიკელი, მილიარდერი ჯეიმს გოლდშტეინი, რომელიც ფეშენჩვენებებისა და ელიტური წვეულე­ბების მუდმივი სტუმარია, დიზაინერობას გეგმავს.
თუ ადრე ამ მხნე და საინტერესოდ ჩაცმულ ხანდაზმულ მამაკაცს ყველა ამჩნევდა და არ ავიწყდებოდათ, ახლა შეუ­ძლიათ, მისი სტილი მოირგონ. ჯეიმსმა გადაწყვიტა, უცნაუ­რი სტილით მასებში გავიდეს. მილანში მოდის კვირეულზე გოლდშტეინმა თავისი პირველი კოლექცია წარმოადგინა.

ჯეიმს გოლდშტეინი ერთ-ერთი
ყველაზე ეპატაჟური და იდუმალი ბოჰემური პერსონაჟია. არავინ იცის, რამდენი წლისაა, რას აკეთებს და რით იშოვა დიდი ფული. სამაგი­ეროდ, ცნობილია, რომ კალათბურთის ფანია, გამუდმებით დადის მოდურ ჩვენებებზე, აღიარებს, რომ წელიწადში დაახლოებით 200 შოუს ესწრება, მის უძვირფასეს სახლში კი ისეთი ფილმების გადაღებები მიმდინარეობდა, როგ­ორებიცაა ''ჩარლის ანგელოზები'' და ''დიდი ლებოვსკი''.

მილიარდერს თავისი უნიკალური სტილი აქვს: ვიწრო ჯინსები, მოკლე ტანზე მომდგარი ტოპები, ეგზოტიკური და მბრწყინავი ტყავი, ასევე უცვლელი კოვბოური შლაპა. თა­ვისი უცნაური გარეგნობის გამო, რა ხანია უწოდეს მოდის სამყაროს ნიანგი დანდი. ''ბრწყინვალება და როკ-ენ-როლი'' - ასე აღწერს მილიარდერი თავის სტილს.


ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS