''მოდის სამყაროს ნიანგი დანდი'', ექსტრავაგანტური ამერიკელი, მილიარდერი ჯეიმს გოლდშტეინი, რომელიც ფეშენჩვენებებისა და ელიტური წვეულებების მუდმივი სტუმარია, დიზაინერობას გეგმავს.
თუ ადრე ამ მხნე და საინტერესოდ ჩაცმულ ხანდაზმულ მამაკაცს ყველა ამჩნევდა და არ ავიწყდებოდათ, ახლა შეუძლიათ, მისი სტილი მოირგონ. ჯეიმსმა გადაწყვიტა, უცნაური სტილით მასებში გავიდეს. მილანში მოდის კვირეულზე გოლდშტეინმა თავისი პირველი კოლექცია წარმოადგინა.
ჯეიმს გოლდშტეინი ერთ-ერთი
მილიარდერს თავისი უნიკალური სტილი აქვს: ვიწრო ჯინსები, მოკლე ტანზე მომდგარი ტოპები, ეგზოტიკური და მბრწყინავი ტყავი, ასევე უცვლელი კოვბოური შლაპა. თავისი უცნაური გარეგნობის გამო, რა ხანია უწოდეს მოდის სამყაროს ნიანგი დანდი. ''ბრწყინვალება და როკ-ენ-როლი'' - ასე აღწერს მილიარდერი თავის სტილს.
ჟურნალი ''რეიტინგი''




















