30 აგვისტო, 2013
საბედისწერო ქალები, რომელთაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავდათ
მარ­ლენს ბეჭდებისა და იმ მამაკაცებისგან გამოგზავნილი წერილების კოლექცია ჰქონდა, რომლებიც ცოლობას სთხოვდნენ პაბლო პიკასოს აზრით, მხოლოდ ორი ტიპის ქალი არსებობს  ქალღმერთები და მოახლეები. ამაში რაღაც ჭეშმარიტება არის, ყველა ქალღმერთი მზეთუნახავი არ არის და ყველა მზეთუნახავი - ქალღმერთი.

''ქალი-მზე'' მატა ჰარი

ევროპული სტრიპტიზის სათავეებთან მდგარი ქალი
ცხოვრებისეული კრედო: ''ცეკვა პოემაა, მასში ყველა მოძრაობა სიტყვაა'' .
გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე: ჩვეულებრივი სახელის მქონე მარ­გარეტა გერტრუდა ზალეე მოგვიანებით ეგზოტიკურ ''აისის თვალის ჩინად'' გა­დაიქცა. როგორც იტყვიან, გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე იმიტომ
გათხოვდა, რომ დამოუკიდებელი გამხდარიყო. განა გასაკვირია, რომ მისი ქორწინება ოფიცერ რუდოლფ მაკლიდთან ბანქოსგან ნაშენები სახლივით დაიშალა და მარგარიტა პარიზში გაიქცა, რომელიც ''ქმრისგან გამოქცეულ ყველა ქალს'' ხიბლავს. საფრანგეთის დედაქალაქში მოცეკვავის ცხოვრებამ მკვეთრი პირუეტი გააკეთა. მისიე გიმემ, უმდიდრესმა მეწარმემ და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, რომელიც მოიხიბლა გერტრუდათი, მისთვის ფსევდონიმად მატა ჰარი მოიფიქრა და ნება დართო აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში ეცეკვა. მალე მთელი პარიზი აღფრთოვანდა სტრიპტიზის ახალგაზრდა მოცეკვავით. იტალიელი კომპოზიტორი, ცნობილი ''ტოსკას'' ავტორი პუჩინი ყვავილებს უგზავნიდა, ფრანგმა კომპოზიტორმა ჟიულ მასნემ აღიარა, რომ ბედნიერი იყო, როდესაც მის ცეკვას უყურებდა. ჯერი გერმანელ ლეიტენანტზე მიდგა (დაბალი ჩინი ნუ შეგაშინებთ, მას საკმარისზე მეტი ფული ჰქონდა), იგი ბირჟის მაკლერმა შეცვალა. შემდეგ მატა ბანკირის მკლავებში აღმოჩნდა. როგორც წესი, მეხოტბეები მშვენიერ მოცეკვავეს ფინანსური მდგომარეობის გასაუმ­ჯობესებლად სჭირდებოდა. იგი შპიონაჟისთვის დახვრიტეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ, რომ მატა ჰარი თავის მომხიბვლელობას საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა.

''ცისფერი ანგელოზი''   მარლენ დიტრიხი

მსახიობი და მომღერალი
მამაკაცებს ის ქალები უფრო მოსწონთ, რომლებიც მამაკაცებით არიან დაინტერესებული, ვიდრე ისინი, რომელთაც ლამაზი ფეხები აქვთ'' ,  დარწმუნებული იყო მარლენ დიტრიხი.
გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე: მარლენი ცოლად პრო­დიუსერ რუდოლფ ზიბერს გაჰყვა, რომელიც ''მეორე შეხვედრისას ყურებამდე შეუყვარდა და მრავალი წლის განმავლობაში ეტრფო­და'' . მაგრამ ეს გრძნობა და გათხოვილი ქალის სახელი (ცოლ-ქმარი ხუთი წელი ცხოვრობდა ერთად, მაგრამ არასოდეს გაყრილან) ვე­ღარ ახდენდა გავლენას მსახიობის ცხოვრებაზე. მას სხვაზე ზრუნვა მოთხოვნილებად ექცა, და... მეგობრული გრძნობები უფრო ძლიერ გრძნობებში გადაიზრდებოდა. ''იგი ჩემთვის მამაკაცის იდეალი იყო საკუთარი შვილივით მიყვარდა, მან ქალიშვილი შემიცვალა, როდესაც იგი ჩემ გვერდით არ იყო'' ,  ასე აღწერდა მარლენი ჟან გაბენთან ურთიერთობას, რომლის გამოც ფრანგული წვნიანების მომზადებაც კი ისწავლა. ''ცისფერმა ანგელოზმა'' რემარკსაც გაუბზარა გული. ''ანგელოზი, ჯადოსნური, ღვთიური არსება, საყვარელი, საოცნებო'' ,  აღფრთოვანებით ამბობდა დიტრიხზე მწერალი, მაგრამ საყვარელ ქალს მაინც არ აჩუქა სეზანის ნახატი, რომლის მიღებაზეც ოცნებობდა. პარალელურად, მრავალი წლის განმავლობაში დიტრიხს მიმოწერა ჰქონდა კიდევ ერთ მწერალთან  ერნესტ ჰემინგუეისთან, რომელიც ''ერთი ნახვით შეუყვარდა'' ''უსაზღვრო და უკიდეგანო'' სიყვარულით. მსახიობის აღიარებით, მათ უიმედო სიყვარული აკავშირებდათ. მარ­ლენს ბეჭდებისა და იმ მამაკაცებისგან გამოგზავნილი წერილების კოლექცია ჰქონდა, რომლებიც ცოლობას სთხოვდნენ.

დედოფალი, რომელსაც არ მიმართავდნენ  ''თქვენო უმაღლესობავ''

უოლის სიმპსონი  ორჯერ გაყრილი ამერიკელი ქალი 
''ჩემი ამბავი უბრალოა  ეს ჩვეულებრივი ქალის ისტორიაა, რომელსაც არაჩვეულებრივი ბედი ჰქონდა...''   მიიჩნევდა უო­ლის სიმპსონი.
წარმატებები სასიყვარულო ფრონტზე: ედუარდ VIII-სთან შეხვედრამდე უოლისმა მოახერხა ამერიკელი მფრინავის ცოლი ყოფილიყო, ერთი წელი არგენტინელ დიპლომატთან ეცხოვრა. მასთან დაცილების შემდეგ გულის გადასაყოლებლად ჩინეთში წასულიყო (როგორც ამბობენ, იქ თავისი ეროტიკული შესაძლე­ბლობების გამოვლენა მოახერხა) და ''დიახ'' ეთქვა მეორე ქმ­რისთვის, რომელიც ინგლისელი გახლდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრესთან არაფრის მთქმელი საუბარი ცენტრალური გათბობის შესახებ გრანდიოზული რომანის დასაწყისი იქნებოდა? მისის სიმპსონისადმი მეფის სიყვარული კაცობრიობის ისტორიაში სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამოვლინებად მიიჩნევა. როდესაც არჩევანის წინაშე დადგა სიყვარული თუ გვირგვინი  პრინცმა სიყვარული აირჩია. იგი არც იმან შეაშფოთა, რომ მისი საცოლე მასზე 16 წლით უფროსი და ორჯერ განათხოვარი იყო. უფლისწულმა ტახტზე უარი თქვა. ედუარდმა ხალხს სიტყვით მიმართა: ''უნდა გამიგოთ, როცა გეუბნებით, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა მეტარებინა მძიმე პასუხისმგებლობა და შემესრულებინა მეფის მოვალეობები ისე, როგორც მინდოდა, იმ ქალის დახმარების გარეშე, რომელიც მიყვარს'' . მიუხედავად იმისა, რომ უოლისი ცოლად სამეფო ოჯახის წევრს გაჰყვა, ოფიციალურად აკრძა­ლული იყო მისთვის მიემართათ ''თქვენო უმაღლესობავ!'' .

ქალი შოლტით  ლილია ბრიკი

რუსი ლიტერატორი, მაიაკოვსკის მუზა
''მე ყოველთვის მიყვარდა ერთი  ერთი ოსია, ერთი ვალოდია, ერთი ვიტალი და ერთი ვასია'', აღიარა ლილია ბრიკმა.
გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე: გაც­ნობიდან რამდენიმე დღეში მაიაკოვსკი ცოლ-ქმარ ბრიკთან გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ''უგონოდ შეუყვარდა ლილია ბრიკი'' . ქალი დათანხმდა, მისმა ქმარმა ოსიპმა... შეწინააღმდეგება ვერ გაბედა. თითქოს, სასიყვარულო სამკუთხედში ლილია-ოსიპი-ვლადიმერი დაძაბულობა არასოდეს შესუსტდებოდა. მაიაკოვსკი თავის მუზას ლექსებს უძღვნიდა, ლეწავდა ჭურჭელს, ეჭვიანობდა, ოჯახური გამოცდილებით დაბ­რძენებული ოსიპი ურჩევდა არ ენერვიულა, რადგანაც ლილია სტიქიასავით იყო, სტიქიასთან კი არ კამათო­ბენ... უკვე ხანში შესული ლილია შოკში აგდებდა ან­დრეი ვოზნესენსკის აღიარებით: ''როცა ოსიასთან სექსი მქონდა, ვალოდიას სამზარეულოში ვკეტავდით. იგი ღრიალებდა, ჩვენთან უნდოდა, კარს ამტვრევდა და ტიროდა'' ... მაგრამ მაიაკოვსკის ასეთი უყვარდა. ქალი შოლტით... მისთვის ყველაფერს აკეთებდა, ემორ­ჩილებოდა, მეუღლედ მიიჩნევდა. ლილიას მუდამდღე მაიაკოვსკის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა, რომელზეც გარშემო ამოტვიფრული იყო Ë. Þ. Á. თუ მას გარშემო წაიკითხავდით, გამუდმებით ''მიყვარხარ'' იკითხებოდა. სამწუხაროდ, ამ თილისმის ტარებამ ხელი არ შეუშალა ლილიას პოეტის სიკვდილისთანავე ლიტერატორ ბრიკს გაჰყროდა და კიდევ ორჯერ გათხოვილიყო.

''გამარჯვებული გენიოსი''   გალა

პოლ ელიუარის ცოლი, მაქს ერნსტის საყვა­რელი, მოგვიანებით სალვადორ დალის ცოლი, მუზა და მოდელი
სასიყვარულო წარმატებები: გალამ დალისთან 53 წელი იცხოვრა, მის გამო პირველი ქმარი და ქა­ლიშვილი მიატოვა.
პოლ ელიუარმა დაჟინებით მოსთხოვა ცოლს ორიგინალურსა და ეპატაჟურ დალის გასცნობო­და. როგორც ამბობენ, დალი ამ შეხვედრისთვის საგულდაგულოდ მოემზადა, რომ ლაფში არ ამოს­ვრილიყო და თავისი რეპუტაცია განემტკიცებინა. მხატვარმა პერანგი გამოჭრა, იღლია გაიპარსა და ცისფრად შეიღება, ყურთან წითელი ყვავილი გაირჭო და თევზის წებოსგან, თხის განავლისა და ლავანდისგან შექმნილი საკუთარი წარმოების ოდეკოლონი დაისხა, მაგრამ როდესაც ფანჯრიდან გალა დაინახა, გადაიფიქრა და თავი წესრიგში მოიყვანა. ''დილით სალვადორი შეცდომას უშ­ვებს, დღის მეორე ნახევარში მათ გამოსწორებას ვიწყებ, მის მიერ ქარაფშუტულად ხელმოწერილ შეთანხმებებს ვხევ'' ,  ღნიშნა ერთხელ გალამ ოჯახზე საუბრისას. დალის ეშინოდა და გაურბო­და ქალებს, გალას უყვარდა კაცები... გალამ თითქოს ხელი ჩაჰკიდა გენიოსს და დიდებას­თან მიიყვანა.

ქალი ფოტოაპარატით  ლენი რიფენშტალი

მსახიობი, მოცეკვავე, რეჟისორი, ფოტოგრაფი
''ეჭვიანობას დაუდევრად არ უნდა მოექცე. ეჭვიანი ნავთზე უარესია. არასოდეს არ იცი, რა მომენტში აფეთქდება'' ,  ამბობდა ლენი რიფენშტალი.
წარმატებები სასიყვარულო ფრონტზე: ლენი გამუდმებით რაღაცას ტეხდა  ახალგაზრდობაში, სიჭარმაგეში, საკუთარ ძვლებს, თეძოს და მამაკაცების ბედს. ღრმა სიბერემდე ლენი ჰიპერაქტიურ ცხოვრებას ეწეოდა  ფიგურული სრიალი, ტანვარჯიში, ცეკვა, ბალეტი, მთამსვლელობა, ლენის აქტივში 2 ათასი ჩაყვინთვაა, დაივინგით რომ დაკავებულიყო, ტყუილის თქმამ მოუწია  20 წლით მოიკლო ასაკი. მაშინ ლენი 72 წლის იყო, მისმა ბავშვობის მეგობარმა ვალტერ ლუბოვსკიმ უპა­სუხო სიყვარულის გამო ვენები გადაიჭრა. გებელსმა დაუჩოქა და საყვარლობა სთხოვა, ''რადგანაც საყვარელი ქალის გარეშე მისი სიცოცხლე აუტანელი და სრული უაზრობა იყო'' . გებელსი ჰიტლერზე ეჭვიანობდა. მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი, ცოლიანი თაყვანისმცემელი იყო, იოზებს რენიმ კარისკენ მიუთითა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ჰიტლერსა და რიფენშტალს. თავად ლენი ამტკიცებდა, რომ მათ შორის არაფერი არ ხდე­ბოდა. რენის უკანასკნელი სიყვარული მისი ასისტენტი ხორსტ კეტნერი იყო, რომელთან ერთადაც აფრიკაში იმოგზაურა და სახელგანთქმული ფოტოები გადაიღო. მაშინ ქალი 60 წლის იყო, კაცი  20-ის, წყვილმა ერთად 40 წელი იცხოვრა, როდე­საც ლენი კვდებოდა, ხორსტს მისი ხელი ეჭირა.

''მასზე შეყვარებული გენიოსების შთან­მთქმელი''   მიზია სერტი

პიანისტი, თავისი ქმრების ცოლი
წარმატებები სასიყვარულო ფრონტზე: მისი პორტრეტები დახატეს იმპრესიონისტმა რენუ­არმა, პოსტიმპრესიონისტმა ტულუზ-ლოტრეკმა, XX საუკუნის უდიდესმა კოლორისტმა ბონარმა და სიმბოლისტმა ვიუარმა, რომლის ნახვაც მთელი მსოფლიოს მუზეუმებში შეიძლება. თავისი ნაწარ­მოებები მიუძღვნეს კომპოზიტორებმა სტრავინსკიმ და რაველმა. პოლ ვერლენმა ლექსები მიუძღვნა. მეგობრობდა პიკასოსა და დიაგილევთან. პატარა დეტალი, ქალი იმდენად აღაფრთოვანებდა მხატ­ვარს, რომ რენუარი, რომელსაც ვარდისფერ კაბაში ჩაცმული მიზიას დიდი პორტრეტის დახატვა უნ­დოდა, მასთან ყოველ დილით მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ართრიტის გამო სიარული უჭირდა.
მხატვარი ეტლით მოჰყავდათ და ხელში ფუნჯს რეზინით უმაგრებდნენ. იმის მტკიცებას ვერ დავიწ­ყებთ, რომ მიზიასა და კოკო შანელს ერთმანეთთან ქალურ მეგობრობაზე მეტი აკავშირებდათ, მაგრამ ასეთი ჭორებიც დადიოდა.
სერტი თავის მესამე ქორწინებას უპირველესად მიიჩნევდა, რადგანაც ''ის ერთადერთი უყვარდა გუ­ლით'' , მაგრამ მათი შეუღლება გაყრით დამთავრდა, რომლის ინიციატორიც მისი მეუღლე იყო.
''გენიოსების შთანმთქმელმა'' საკუთარი ქმრის შეჭმა ვერ მოახერხა.

პრინციპული ქალი  - ელიზაბეტ ტეილორი

მსახიობი
''შეიძლება იყო მსუქანი, მაგრამ მაინც იყო სექსუალური. ყველაფერი იმაზეა დამოკიდე­ბული, როგორ გრძნობ თავს'' ,  ამბობდა ლიზი ტეილორი.
გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე: ვარ­სკვლავი ''კაცებსა და ბრილიანტებს აგროვებ­და'' . ჰოლივუდის დედოფალზე ლეგენდები დადიოდა, რვაჯერ გათხოვდა. მის ქმრებს შო­რის იყვნენ მსახიობები მაიკლ უაილდინგი და რიჩარდ ბარტონი, რომელთანაც ორჯერ იქორ­წინა. პროდიუსერი მაიკლ ტოდი, პოლიტიკოსი ჯონ უორნერი, სასტუმროების ქსელ ''ჰილტო­ნის'' მემკვიდრე კონორ ჰილტონი, შორსმს­როლელი ლარი ფორტენსკი. ბარტონისა და ტეილორის სიყვარული XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ სამიჯნურო ამბად იქცა. რიჩარდი წარმოუდგენელ თანხას ხარჯავდა ძვირფას ქვებში და თავის დედოფალს ჩუქნიდა. იგი სიამოვნებით იღებდა ქმრისგან ორიგინალ­ური მანერებით მირთმეულ საჩუქრებს. მაგ­ალითად, ლალისთვალ­იანი უძვირფასესი ბეჭედი მსახიობმა ბუხარზე ჩამოკიდებულ საშობაო წინდაში ჩააგდო, ლიზმა ბეჭედი ''ვერ '' იპოვა.

სტილის კანონმდებელი  ჟაკლინ კენედი

რედაქტორი, მოდის კანონმდებელი, აშშ-ის პირვე­ლი ლედი
''ქალები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთს უნდა მსოფლიოზე ბატონობა, მეორეს  მხოლოდ სექსი'' .
წარმატებები სასიყვარულო ფრონტზე: პირველად სიყვარულით გათხოვდა. დამწყები პოლიტიკოსის ჯონ კენედისა და ჟაკლინ ლი ბუვიეს რომანი სწრაფად გან­ვითარდა. ჯეკმა და ჟაკლინმა 1953 წლის ზაფხულში იქორწინეს და მათ ქორწილს მაშინვე ''წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა'' უწოდეს. ჟაკლინმა აღიარა, რომ ქორწინების პირველ წელს გაუჭირდა, მაგრამ პრე­ზიდენტთან ცხოვრების ბოლო წლებიც არ იყო უკეთესი. ჯონი მექალთანე იყო. ცოლს კი მისი რომანებისთვის შორიდან უნდა ეყურებინა და მოთმინება გამოეჩინა, ჟაკლინი ქმარზე გამუდმებით ეჭვიანობდა. მიუხედავად ამისა, ამ წყვილს ნაზი გრძნობები აკავშირებდა. ერთხელ ჟურნალისტმა პრეზიდენტს სთხოვა ერთი სიტყვით დაეხა­სიათებინა მეუღლე. ''ფერია!''   უპასუხა კენედიმ. როდე­საც პრეზიდენტს ესროლეს, ჟაკლინი მის გვერდით იყო.
მეორედ, სიმშვიდისა და უსაფრთხოების ძიებაში, ფულს გაჰყვა ცოლად. ბერძენი მილიარდერის არის­ტოტელე ონასისის ყოფილმა საყვარელმა, საოპერო დივა მარია კალასმა, როდესაც ონასისისა და ჟაკლინის რომანის შესახებ გაიგო, ხმა დაკარგა. ონასისი მზად იყო, ჟაკლინის ყველა სურვილი შეესრულებინა: ''მან ბევრი გადაიტანა, დაე, ახლა ყველაფერი იყიდოს, რაც უნდა!''   ამბობდა ის.

''აგენტი ლუკასი''   მარგარიტა კონენკოვა

თავისი ქმრის მენეჯერი
წარმატებები სასიყვარულო ფრონტზე: მისი თაყვა­ნისმცემლები იყვნენ  გენიალური კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვი, უდიდესი მხატვარი ვრუბელი, მამა-შვილი შალიაპინები.
ერთხელ მარგო ფიოდორთან ერთად სტუმრებისა და ქმრის თვალწინ ოთახში ჩაიკეტა. მოქანდაკე ქმარი კარზე აკაკუნებდა, ყვიროდა, ტიროდა. ბოლოს და ბოლოს, კარი გაიღო: შალიაპინმა შეცბუნებულმა გამოიხედა, მარგარი­ტამ გადაწყვიტა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა  ქმარს ყვირილი დაუწყო: ''სტუმრების არ გერიდება? დაწყნარდი პატარავ, იქ არაფერი არ მომხდარა'' .
აინშტაინი და მარგარიტა ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც კონენკოვა 39 წლის იყო, დიდი ფიზიკოსი  56. ასაკის მიუხედავად, ალბერტი ყველაფერს აკეთებდა, რომ საყვარლისთვის დიდი დრო დაეთმო. მარგარიტა გიჟდე­ბოდა... დამყოლ მამაკაცებზე. მათთან კარგი იყო სასიყვარ­ულო ურთიერთობის დამყარება, თანაც აღნაგობასაც არ გაიფუჭებდა, არ დაფეხმძიმდებოდა.
ძნელია იმის თქმა, იყო თუ არა მარგო ''ენკავედე'' -ს აგენ­ტი, იცოდა თუ არა აინშტაინმა, რომ მარგოს ''მანჰეტენის პროექტი'' აინტერესებდა, ლაპარაკია ატომურ შპიონაჟზე. განა ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა? აინშტაინს მარგო მთელი გულით უყვარდა.
''ველოდები იმ წუთს, როდესაც მოხვალ, ჩვენ დავსხ­დებით და შენ ''ომსა და მშვიდობას'' წამიკითხავ'',  წერდა საყვარელ ქალს ''ატომური ბომბის ბაბუა'' .

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS