11 მარტი, 2016
როგორ ცხოვრობს გოგონების გულთამპყრობელი, სერიალის "მეამბოხე სულები" მსახიობი ბენჟამინ როხასი
არგენტინელ მსახიობს, ბენჟამინ როხასს პოპულარობა ცნობილმა თინეიჯერულმა სერიალმა "მეამბოხე სულები" მოუტანა, თუმცა მისი სამსახიობო კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო. დღეს მსახიობი 30 წლისაა და ცდილობს, ახალგაზრდულ სერიალებს ჩამოშორდეს, გაცილებით სერიოზულ ფილმებს არჩევს და თეატრშიც მოღვაწეობს.
Rating
ცისფერთვალება მომხიბვლელი ბენჟამინის პირადი ცხოვრება, რა თქმა უნდა, მის ნებისმიერ თაყვანისმცემელს აინტერესებს. მსახიობის უჩვეულო ფერის თვალები გოგონების გულებს ყოველთვის აფორიაქებდა. ღია ცისფერი, უიშვიათეს თვალის ფერს ხშირად ჰასკის ჯიშის ძაღლის თვალის ფერსაც ადარებდნენ.
Rating
























რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ცნობილია, რომ ბენჟამინ როხასი თავის
კოლეგას, კამილა ბორდონადოს ხვდებოდა, სერიალიდან "მეამბოხე სულები". თუმცა ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რამაც მათი თაყვანისმცემლები განაცვიფრა.
Rating
ცნობილია, ბენჟამინის ლტოლვა მოდელი გოგონების მიმართ. სხვადასხვა დროს მის ცხოვრებაში ჩნდებოდნენ მსახიობი და მოდელი ბრენდა კარდონე და მარია დელ კერო.

არგენტინელი მაჩოს სხვა პირადი ურთიერთობების მოძიება კი უბრალოდ შეუძლებელია.

ბენჟამინ როხასი პირად ცხოვრებას ძალიან უფრთხილდება და ცდილობს, უცხო პირები არ მიუშვას. მსახიობი ბევრს მოგზაურობს, ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის საქველმოქმედო, მაგრამ თითქმის ყოველთვის მარტო მიდის და ბრუნდება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS