29 აგვისტო, 2013
რატომ აღმოჩნდა ციხეში ქერემის როლის შემსრულებელი მსახიობი ''1001 ღამიდან''
შეჰრაზადის სიყვარულზე საბოლოოდ უარს ამბობს და მასზე თავდავიწყებით შეყვარებულ ქალზე, ბენუზე ქორწინდება ''1001 ღამე'' ქართველ მაყურებელს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეჰრაზადისა და ონურის სიყვარულის ამბით დიასახლისები ძალიან დაინტერესდნენ, თუმცა არანაკლები ინტერესით შესცქერიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბენუსა და ქერემის წყვილს შორის, რომლებმაც უამრავი პრობლემის მიუხედავად იქორწინეს.

ქერემის როლის შემსრულებელი, ტარდუ ფლორდუნი 1972 წლის 25 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაიბადა, მსახიობ მერჯიტ ფლორდუნის ოჯახში. მან მამის გზის გამეორება გადაწყვიტა, რომელიც ძალიან ცნობილი მსახიობი გახლდათ და სრულყოფილი თეატრალური
განათლება მიიღო.

მისი დებიუტი კინოში 1998 წელს შედგა, ხოლო სატელევიზიო ფილმებში 2000 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ''1001-მა ღამემ'' განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

ღარიბი მუსიკოსისა და მდიდარი გოგონას უკანონო შვილი დეიდამ გაზარდა, თუმცა ქერემის პერსონაჟი მხოლოდ სერიალის მიწურულს შეიტყობს ამ საიდუმლოს შესახებ და საკუთარი თავის ძიებისას ბევრ შეუფერებელ საქციელს ჩაიდენს, თუმცა მანამდე თავისი მეგობრის, ონურის საყვარელ ქალს, შეჰრაზადს დაადგამს თვალს, რის გამოც მაყურებელი გვარიანად ანერვიულებს.

შეჰრაზადის სიყვარულზე საბოლოოდ უარს ამბობს და მასზე თავდავიწყებით შეყვარებულ ქალზე, ბენუზე ქორწინდება. ამ წყვილის შესახებ საინტერესოდ განვითარებული ამბების ნახვა ქართველ მაყურებელს წინ აქვს.
Rating
რაც შეეხება ტარდუ ფლორდუნს, მას პოპულარობამდე ადვილი გზა სულაც არ გაუვლია. უნივერსიტეტის წლებში თანაკურსელები არცთუ კარგი ეპიტეთებით ამკობდნენ, გარეგნობას უწუნებდნენ, თუმცა ტარდუს ეს ნაკლებად ანაღვლებდა.

მას შემდეგ, რაც ''1001 ღამემ'' არნახული პოპულარობა მოუტანა, თურქული პრესა სენსაციურმა ინფორმაციამ შემოიარა
ტარდუ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

მიზეზი მართლაც შოკისმომგვრელი იყო
მსახიობმა დანით ქალი დაჭრა... მიუხედავად ამ დანაშაულისა, ტარდუმ გულწრფელად მოინანია ჩადენილი საქციელი და 27-დღიანი პატიმრობის შემდეგ საკმაოდ მკაცრ პირობებში, ის გაათავისუფლეს. 

საინტერესოა, რომ 2002 წელს მას საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთებამ მოუწია - უნდა აერჩია, რომელ სერიალში მიეღო მონაწილეობა, საბოლოოდ ''სიყვარულსა და სასჯელზე'' უარი თქვა, სადაც სავაშის როლი მურატ ილდიმირმა განასახიერა, ხოლო სერიალმა, რომელში მონაწილეობაზეც ტარდუ დათანხმდა, მაყურებლების გულები ვერ მოიგო და დაბალი რეიტინგის გამო დაიხურა... ასე რომ, ტარდუს, თავისი გმირის მსგავსად, ბევრი პრობლემა აქვს რეალურ ცხოვრებაშიც.

სალომე დადიანი 
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
1001 ღამე თუ დიდებული საუკუნე
1001 ღამე თუ დიდებული საუკუნე
20:58 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მე კი მომწონს
იმ ფილმისთვის არ მიყურებია და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს მსახიობი კი ძალიან მომწონს!!!!
23:23 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
კიდევ კარგი, რომ მაგან არ ითამაშა სიყვარულ და სასჯელში..... მურატი მირჩევნია.....
21:26 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მართალია, ნამდვილად კარგი მსახიობები ყოლიათ თურქებს. დახვეწილები, კულტურულები. მეც ძალიან მომწონს.
01:20 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუგზარი
რაც მართალი მართალია კთურქი მსახიობები ქალებიც თუ კაცებიც ძალიან დახვეწილები და სიმპატიურები არიან.მომწონს
09:49 / 31-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS