29 აგვისტო, 2013
კლიმატოლოგებმა სამყაროს აღსასრულის ახალი თარიღი დაასახელეს
აუცილებელია სასწრაფოდ შემცირდეს მოპოვებული საწვავის დაწვის შედეგად დარჩენილი პროდუქტების ატმოსფეროში გავრცელების მოცულობა მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, რომ რამდენიმე ათწლეულ­ში მსოფლიო ოკეანე ყველა ქალაქს ჩაძირავს, სამყაროზე ძალაუ­ფლებას მედუზები ჩაიგდებენ ხელში და მინიმუმ 100 მლნ ადამიანი დაიღუპება.

წყლის დონე მსოფლიო ოკეანეში 2100 წლისთვის მეტრზე მეტს მოიმატებს - სწორედ ეს არის ნათქვამი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ექსპერტების მთავრობათაშორი­სი ჯგუფის ახალ მოხსენებაში.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ადამიანის დამღუპველი საქმიანობაა.
კლიმატოლოგები ერთგვარ გამოსავალსაც გვთავაზობენ: სიტუაცია რომ შეიცვალოს, აუცილებელია სასწრაფოდ შემცირდეს მოპოვებული საწვავის
დაწვის შედეგად დარჩენილი პროდუქტების ატმოსფეროში გავრცელების მოცულობა.

მოხსენებაში წარმოდგე­ნილი მონაცემების განხილვა იგეგმება სტოკჰოლმის კონფერენცი­აზე, რომელიც უახლოეს მო­მავალში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავ­რობების წარმომადგენლები. კონფერენციის შედეგებს სექტემბერში გამოაქვეყ­ნებენ.

გერმანელი სპეციალი­სტები დამატებით აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ფსკერი, პრაქტიკულად, ნარჩენების სასაფლაოდ იქცა - მთლიანად მოფენილია პლასტიკური და სხვა სახის ნაგვით. სიტუაცია უკიდურესად დამღუპველია ეკოსფეროსთვის. 

გლობალური დათბობა ადამიანებსაც ემუქრებათ. ჰუმანი­ტარული ორგანიზაციების მონაცემებით, 2030 წლისთვის ის 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მწყემსი
ასი წლის შემდეგ კი არა, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს წარღვნა. ეს ერთხელ უკვე ყოფილა 7527 წლის წინ. მაშინაც ასეთი განვითარებული ცხოვრება ყოფილა, მაღალი ტექნოლოგიებით, ჯადოსნური სარკე, რომელიც დღეს ყველას ხელში რომ გვიჭირავს, აგრეთვე მფრინავი ხალიჩა და კიდევ რა ვიცი რა აღარ, - უკვე ასრულდა. ოღონდ მაშინაც ასეთი უსამართლო და საზიზღარი, ძალადობრივი წეს-წყობილება. ჰოდა, ბატონო ცემო, ღმერთს ყველა დაუსჯია უგუნური და უპასუხისმგებლო გულგრილობის გამო და ხელახლა დააწყებინა ყველას - გადარჩენილებს ცხოვრება, კომბლებით და კაპიანი ჯოხებით. ახლაც ასეთი მდგომარეობაა, არ გაგიძნელდებათ იმ გარდასრულ ჟამთა წარმოდგენა, რაც წარსულში იყო, წარღვნის წინა პერიოდში. ისეთივე, როგორიც ახლაა. ნებისმიერ დროს შეიძლება იფეთქოს იელინსტოუნმა, - ვულკანმა. უქნარა ბობოლებს მოუწევთ კაპიანი ჯოხებით სიარული და მერე რამდენიც უნდათ იმდენი იძახონ "კაპ ითალ, კაპ ითალ!"
03:29 / 18-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS