ანტონიო ბანდერასი

სიტყვა "მაჩოს" ხსენებისას, გახსენდებათ ვინ, თუ არა ანტონიო ბანდერასი. მშობლიურ ესპანეთში მისი სილამაზე დღემდე ეტალონად რჩება - ესპანელი ბრედ პიტის სტატუსით.
მარიო კასასი

ესპანელი სექს-სიმბოლოების ახალ თაობას, სწორედ მარიო კასასი წარმოადგენს. ფილმში "ციდან სამ მეტრზე" , რომანტიკოსი-მეამბოხის ამპლუა საკმარისი
ჟერარ პიკე

შავგრემანი, ცისფერ თვალება ჟერარ პიკე, მას შემდეგ გახდა ესპანეთის აღიარებული სექს-სიმბოლო, როცა ფეხბურთელს მომღერალმა შაკირამ დაადგა თვალი.
გოგონები "ბარსელონას" ყველა მატჩს ესწრებიან, ჟერარის მიმზიდველი, ნავარჯიშები სხეულის სანახავად, როცა ფეხბურთელი ხშირად შიშვლდება წელს ზემოთ წარმატებული მატჩის დასრულების შემდეგ.
ფერნანდო ალონსო

ფერნანდო ესპანეთის კიდევ ერთი სიამაყეა. "ფორმულა 1"-ის პილოტი მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურ ავტომრბოლელად ითვლება. ალონსო 4 ენაზე საუბრობს. სამწუხაროდ, ამ სიმპათიური მაჩოს გული უკვე დაკავებულია და მალე თავისუფალი მამაკაცის სტატუსს დაემშვიდობება.
ხოაკინ კორტეს

ფლამენგოს მეფე ხოაკინ კორტესი, ყოველთვის აღაფრთოვანებდა ქალებს. კორტესის ტემპერამენტის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ ისეთი ლამაზმანებიც კი, როგორებიც არიან - ლეტიცია კასტა, ჯენიფერ ლოპესი, ნაუმი კემბელი (ეს უკანასკნელი მასთან განშორების შემდეგ თავის მოწამვლასაც ლამობდა). ესპანელი სექს-სიმბოლოს სისხლში ბოშური სისხლიც ჩქებს.
ენრიკე ეგლესიასი

"ესპანელი ბულბულის" ხულიო ეგლესიასის ყველაზე ცნობილი მემკვიდრე, ენრიკე ეგლესიასი, ნამდვილი აღვირახსნილი მაჩოა. ეგლესიასის ლოყაზე ხალს, გოგონები ჭკუიდან გადაჰყავდა - სამწუხაროა, რომ მომღერალმა ამ დამახასიათებელი ნიშნის მოშორება გადაწყვიტა. თუმცა ენრიკე ცოლს, კურნიკოვა ანას, ასეთიც უყვარს - წყვილი უკვე 15 წელია ერთად ცხოვრობს.
პენი ლეინი