დანგრეულია სარკოფაგები, დაზიანებულია სტელები იეროგლიფებით. დამწვარია ეკლესიები, გატაცებულია ურიცხვი რაოდენობის არტეფაქტი - აღელვებული ეგვიპტე მომავალს შიშით უყურებს, მისი წარსული კი თანდათან ნადგურდება.
ჯერჯერობით ყველაზე დიდმა მღელვარებამ ქალაქი ელ-მინი გადაიყოლა, რომელიც დედაქალაქიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. იქ ქაოსის მსხვერპლი გახდა სიძველეების ეროვნული მუზეუმი.
ახლა კი გაძევებული პრეზიდენტ მურსის მომხრეების საპროტესტო
ელ-მინში ისლამისტებმა ქრისტიანული ტაძრები დაწვეს, გაანადგურეს მორწმუნეთა სახელოსნოები. კოპტური ქრისტიანული თემის წარმომადგენელთა ცნობით, პოლიციელები სადღაც გაქრნენ, რაც საშუალებას აძლევს ექსტრემისტებს, უკანონოდ იმოქმედონ.
სწორედ ამის გამო ვანდალები დაუბრკოლებლად შევიდნენ მალავის ნაციონალურ მუზეუმში, სადაც 1200-მდე ისტორიული რელიკვია ინახებოდა. ახლა უცნობია, თუ დარჩა იქ რაიმე. კულტურის მინისტრმა მომხდარს ''უდიდესი დანაკარგი'' უწოდა.
გარშემო გამეფებული უწესრიგობა საყოველთაო დანაშაულს უწყობს ხელს. ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულ უამრავ აკლდამასა და ტაძარში შეიძლება რაღაც უძვირფასესი სამკაული მოიპარო და შავ ბაზარზე გაყიდო.
ამით შეიძლება რამდენიმე ოჯახმა დიდხანს იცხოვროს შიმშილობის გარეშე. ასე რომ, ასეთ იოლ ფულზე ბევრი არ ამბობს უარს. მით უმეტეს, რომ ქაოსით მოცულ ეგვიპტეში მოსახლეობის 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
ჟურნალი ''რეიტინგი''