ვიდრე ქართულ არხებს თურქული ან ინდური სერიალები დაიკავებდნენ, ამ სფეროში იტალიური სერიალები ლიდერობდნენ. გულწასული გოგონებისა და ქალების აფორიაქების მიზეზი, ხშირად არამარტო სერიალის დაძაბული სიუჟეტი, არამედ მამრობითი სქესის ენით აუწერელი სილამაზე და სექსუალურობა გახლდათ.
ჩვენ საშუალებას გაძლევთ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ საყვარელი სერიალებისა და ფილმების ძველი თუ ახალი გმირები და თვალი გადაავლოთ ამ სიმპათიური, იტალიელი მამაკაცების ჩამონათვალს.
1. რაულ ბოვა

დაიბადა რომში, იტალია. ბავშვობაში რაულს სპორტი იტაცებდა. 16 წლის ასაკში ის
2. გაბრიელ გარკო

იგივე გაბრიელ დარიო ოლივიერო, დაიბადა 1974 წლის 12 ივლისს, ტურინში. იტალიელი მსახიობი და ყოფილი მოდელია. 2002 წელს ითამაშა ფილმში - "კალასი სამუდამოდ". 2006 წელს კი მინი სერიალში "ღირსება და პატივისცემა" , სადაც ტონიო ფორტებრაჩის მაფიის დაუნდობელ ბოსად გვევლინება.
3. აუგუსტო დი ბერარდინო

აუგუსტო Valentino-ს მოდელი გახლდათ. ცოლად ჰყავს წარმოშობით რუსი გოგონა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
4. ჯულიო ბერუტი

ჯულიო იტალიელი მსახიობია. დაიბადა 1984 წლის 27 სექტემბერს, რომში, ქირურგისა და ადვოკატის ოჯახში. კარიერა მოდელის სტატუსით დაიწყო. 2003 წელს მისი სამსახიობო დებიუტი სერიალში"ლიზი მაგუაირი" შედგა. ჯულიო უკრაინული წარმოშობის მსახიობს - ანნა საფრონჩიკს ხვდება, რომელიც ფილმის "ელიზას ქალიშვილი:რივამბროზაში დაბრუნება" გადაღებებზე გაიცნო.
5. ლუკა არჯენტერიო

იტალიელი მსახიობი. დაიბადა 1978 წლის 12 აპრილს, ტურინში. გაიზარდა მონკალიერში. სკოლის დამთავრების შემდეგ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. 2004 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. ცნობილი გახდა, 2003 წელს სატელევიზიო რეალითი-შოუში "დიდი ძმა" მონაწილეობის შემდეგ. 2005 წელს გადაიღეს სერიალში "კარაბინიერები". 2006 წელს მონაწილეობა მიიღო ფრანჩესკო კომენჩინის ფილმ "A casa nostra"-ში.
პენი ლეინი