ალბათ ყველას გახსოვთ სერიალი "ფარული ვნება", რომლის მთავარი გმირი - ხუან რამირესი, ყველა ქალმა თავდავიწყებით შეიყვარა.

მაღალი, მიმზიდველი სხეული, სუფთა, თეთრი კანი, ჰოლივუდის ღიმილი, სახის ევროპული ნაკვთები, ძნელი გასახსენებელი არ უნდა იყოს.
ლათინო ამერიკის მოსახლეობაში, სადაც თეთრი და ფერადკანიანი ადამიანების სრული აღრევაა, იშვიათია სისხლის მსგავსი სისუფთავე. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარიო ჩიმარო, ზღაპრის პრინცად მოევლინა.

-23/ucxoeti/mario/mario-chimaro-2.jpg" border="0" alt="Rating" title="დღემდე უცნობი ფაქტი მარიო ჩიმაროზე - როგორ გამოიყურება და რა კავშირი აქვს მსახიობს ლეონარდო დიკაპრიოსთან" width="500" style="float: left; border: 0px;" />
მარიო ჩიმაროს პირველი ნაბიჯები კინოში ჰოლივუდის, ძალიან ცნობილი ფილმიდან "რომეო+ჯულიეტა" დაიწო. დამწყებ მსახიობს პატარა როლი ერგო - კაპულეტების ოჯახში გამართულ ბალ-მასკარადზე გვევლინება.
ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გადასაღებ მოედანზე თამაშმა, მისი ბედისწერა ვერ შეცვალა და ლათინოამერიკის მსახიობად დარჩა.
პირველი როლის განსახიერებისთანავე, მექსიკურ სერიალებში გადასაღებად იწვევენ.
საქართველოში დიდი პოპულარობა, სერიალმა "ფარული ვნება" მოუტანა.
სერიალ "ჩემი ცხოვრების ქალი" გადაღებებისას კი ნატალია სტრეიგნარდი გაიცნო, რომელიც შემდგომ მისი ცოლი გახდა.
მსახიობების ქორწილი, ვენესუელურ ტელეარხებზე გადაიცა. ამით კარგი შემოსავალი მიიღეს და მოგვიანებით ვიდეოჩანაწერი ლათინური სამყაროს სხვა ქვეყნებშიც უჩვენეს. ამ ქორწინებამ მარიო, კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახადა.