გთავაზობთ ინტერვიუს სერიალ "1001 ერთი ღამის" ვარსკვლავ ჯეიდა დუვენჯისთან, რომელიც სერიალში ბენუს როლს ასახიერებს. მსახიობი 1977 წლის 16 აპრილს ქალაქ ბურსაში დაიბადა. ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა.
1995 წელს კი დაიწყო სამსახიობო კარიერა. 1997 წელს მესამე ადგილი დაიკავა სტარ
2001 წელს ცოლად გაჰყვა მსახიობ ქაან გირგინს და დროებით გადაღებებს ჩამოშორდა.
თუმცა, მისი ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა და 2002 წელს დეიჯა ქმარს დაშორდა. მსახიობმა დაკარგული დროის ანაზღაურება გადაწყვიტა - გაიარა სამსახიობო მასტერკლასები, დაიწყო იტალიურის შესწავლა და ფოტოსესიებში მონაწილეობდა.
როდესაც ფილმებში იწვევდნენ, მსახიობი მხოლოდ იმ გადაღებებზე თანხმებოდა, სადაც მაღალი ანაზღაურება იყო. 2008 წლის 17 აგვისტოს მსახიობი ცოლად გაჰყვა ენგინ აკგუნას. 2011 წელს კი გოგონა, მელისა შეეძინა. მსახიობს საკმაოდ რთული ორსულობა ჰქონდა და ორსულობის მეხუთე თვიდან საავადმყოფოში იწვა. ამიტომაც მელისა დღენაკლული, მხოლოდ 1.900 გრამი დაიბადა. მსახიობმა სამშობიაროში სულ 78 დღე გაატარა.
- სერიალში "1001 ღამე" ისეთ პერსონაჟს ასახიერებთ, რომელიც სულ განცდებშია. თქვენში თუ იწვევს მისი გრძნობები ემოციებს?
- არა, რადგან ბენუ ამას იმსახურებს. მას შეუძლია თავისუფლად წავიდეს იმ მამაკაცისგან, რომელიც მუდამ განსაცდელს უმზადებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. მისი საქციელი ხშირად მეც კი ცუდად მხდის.
იხილეთ სრულად