27 აგვისტო, 2013
ირინა შეიკი არდადეგებს ბებიასთან ატარებს
აი, ბებოს კი უფრო იშვიათად უწევს ცნობილი შვილიშვილის ნახვა ამ ზაფხულს ირინა შეიკმა უკვე მოასწრო მაიამიზე, სარდინიასა და იბიცაზე დასვენება. ახლა მშობლიური ადგილების ჯერიც დადგა: სუპერმოდელი, რომელიც ჩელიაბინსკიდან არის წარმოშობით, ნათესავებთან ჩავიდა უქმეების გასატარებლად.

ყველაზე მეტად ბებიას გაუხარდა მისი სტუმრობა - დედასთან ირინას უფრო ხშირი ურთიერთობა აქვს, ოლგა კრიშტიანუ რონალდოს ოჯახსა და ქალიშვილთან ერთად ესპანეთშიც ისვენებდა. აი, ბებოს კი უფრო იშვიათად უწევს ცნობილი შვილიშვილის ნახვა.
Rating
ირინა ბებიასთან თავისუფლად გრძნობს თავს და იქ ნამდვილი სოფლური ცხოვრებით
ცხოვრობს. ზამთარში შეშასაც ჩეხავდა, ახლა კი ბებოსა და თავის დაიკო ტატიანასთან ერთად ბლინებს აცხობდა, პომიდორს კრეფდა და სოფლის იდილიით ტკბებოდა. თავისი ფოტოები ირამ
''ფეისბუქზეც''  დადო და ყველას გაუზიარა, როგორი სიხარული განაცდევინა მშობლიურ ადგილებში სტუმრობამ. 
Rating

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნუცა
ეს ფოტოები შარშან მაქვს ნანახი.
12:43 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS