აი, ბებოს კი უფრო იშვიათად უწევს ცნობილი შვილიშვილის ნახვა
ამ ზაფხულს ირინა შეიკმა უკვე მოასწრო მაიამიზე, სარდინიასა და იბიცაზე დასვენება. ახლა მშობლიური ადგილების ჯერიც დადგა: სუპერმოდელი, რომელიც ჩელიაბინსკიდან არის წარმოშობით, ნათესავებთან ჩავიდა უქმეების გასატარებლად.
ყველაზე მეტად ბებიას გაუხარდა მისი სტუმრობა - დედასთან ირინას უფრო ხშირი ურთიერთობა აქვს, ოლგა კრიშტიანუ რონალდოს ოჯახსა და ქალიშვილთან ერთად ესპანეთშიც ისვენებდა. აი, ბებოს კი უფრო იშვიათად უწევს ცნობილი შვილიშვილის ნახვა.
ირინა ბებიასთან თავისუფლად გრძნობს თავს და იქ ნამდვილი სოფლური ცხოვრებით ცხოვრობს. ზამთარში შეშასაც ჩეხავდა, ახლა კი ბებოსა და თავის დაიკო ტატიანასთან ერთად ბლინებს აცხობდა, პომიდორს კრეფდა და სოფლის იდილიით ტკბებოდა. თავისი ფოტოები ირამ ''
ფეისბუქზეც''
დადო და ყველას გაუზიარა, როგორი სიხარული განაცდევინა მშობლიურ ადგილებში სტუმრობამ.

ჟურნალი ''რეიტინგი''