სერიალის რუსულენოვანი ვერსია Youtube -ზე გავრცელდა, სადაც ქართველი მაყურებელი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.
"შავი სიყვარული" აერთიანებს ყველასთვის ცნობილ ბურაქ ოზჩივიტსა და ჩვენთვის აქამდე უცნობ ნესლიხან ატაგულს.
ნესლიხანის მომხიბვლელობამ და დახვეწილმა გემოვნებამ მაყურებლის სიმპათია უკვე დაიმსახურა, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "შავი სიყვარულის" ქართულ არხებზე გამოჩენა თურქული სერიალის მიმართ დიდ გამოხმაურებას კვლავ მიიღებს.

სერიალი სევდიან და გულწრფელი გრძნობების ისტორიაზეა. აქ ნახავთ სიყვარულს,
ახლა კი გაგაცნობთ თქვენთვის აქამდე უცნობ მსახიობს - ნესლიხან ატაგულს
ნესლიხან ატაგული, თურქულ კინემატოგრაფიაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მსახიობია.
ის 1992 წლის 20 აგვისტოს, სტამბოლში დაიბადა. მომავალი ცნობადი სახის მამა უბრალო მძღოლი იყო, დედა კი დიასახლისი. ჰყავს უფროსი ძმა.
უკვე თინეიჯერობის ასაკში, ატაგული გადაწყვეტს კინოინდუსტრიის ნაწილი გახდეს. 13 წლის ასაკში რამდენიმე სააგენტოში მისი ფოტოები დატოვა.
მალევე შეამჩნიეს და რეკლემებშიც გადაიღეს.
მისი სამოდელო კარიერის პირველივე ნაბიჯებზე ნესლიხანი საკმაოდ ცნობილი ბრენდის სახე გახდა. თუმცა მისი ინტერესები კინოს ეხებოდა, ამიტომ ყველა ღონეს ხმარობდა, რომ თურქულ ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობა მიეღო.
ლამაზმანის ოცნებები მალევე ახდა. ის კინოინდუსტრიის აგენტებმა შენიშნეს და პირველი შემოთავაზებაც მიიღო. მისი სამსახიობო კარიერაც ძალიან წარმატებული და პერსპექტიული აღმოჩნდა.
ცოტახნის წინ სწორედ სერიალ "შავი სიყვარულის" გადაღებები დასრულდა. ნესლიხანს პარტნიორობა ერთ-ერთმა ყველაზე სიმპათიურმა თურქმა მსახიობმა - ბურაქ ოზჩივიტმა გაუწია. სერილს უკვე მოჰყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება.
პირადი ცხოვრება
სერიალის "სტამბოლის ორი მხარე" გადაღებებისას ახალგაზრდა მსახიობს მისი პარტნიორი კადირამ დოგული შეუყვარდა. მათი რომანი ძალიან გახსნილი, ლამაზი და რომანტიკულია.

შეყვარებულები მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, მაინც ნახულობენ დროს ერთმანეთისთვის, ხშირად ჩნდებიან წვეულებებზე, ერთად ისვენებენ და მოგზაურობენ.
საინტერესო ფაქტები
ნესლიხანის თაყვანისმცემლებს დღეს ყველაზე მეტად სერიალ "შავი სიყვარული"- ში მისი ახალი როლი და გადასაღებ მოედანზე პარტნიორ ბურაქ ოზჩივიტთან ურთიერთობა აინტერესებთ.
ნესლიხან ატაგულს საკმაოდ დასამახსოვრებელი და საინტერესო გარეგნობა აქვს, თვალის ნუშისებრი ჭრილის დამსახურებით. ზოგიერთი თაყვანისმცემლის ვარაუდით გოგონას აზიური წარმომავლობა აქვს, თუმცა სინამდვილეში მისი ზუსტი წარმომავლობა დადგენილი არ არის.
ცნობილია, რომ ნესლიხან ატაგულს მამის მხრიდან კავკასიური წარმოშობა აქვს, ის ჩერქეზია.
პენი ლეინი