26 თებერვალი, 2016
80 წლის საბჭოთა მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 36 წლის ქალზე საიდუმლოდ დაქორწინდა
პოპულარული რუსული ჟურნალი "შვიდი დღე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი 80 წლის მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი დაქორწინდა.

ეს მსახიობისთვის მესამე ქორწინებაა. მისი რჩეული ამჯერად მსახიობი, მისივე თეატრის დირექტორი ვიტალინა ციმბალიუკ-რომანოვსკაია გახდა, რომელიც 36 წლისაა.

ვიტალინამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, არმენ ჯიგარხაიანზე სკოლის მერხიდან იყო შეყვარებული და წლების მანძილზე მისი ერთგული თაყვანისმცემელი იყო.

მეორე მეუღლეს, მსახიობს ტატიანა ვლასოვას არმენ ჯიგარხანიანი წლინახევრის წინ გაშორდა, სწორედ მაშინ, როცა ვიტალინა შეუყვარ
და.

არმენ ჯიგარხაიანის მესამე ქორწილს მხოლოდ რამდენიმე მეგობარი და ახლობელი ესწრებოდა. ხელისმოწერა საფრთხის ქვეშ დადგა, არმენ ჯიგარხაიანს ქორწინების წინა დღეს მაღალი სიცხე ჰქონდა, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

Армен Джигарханян и Виталина Цымбалюк-Романовская

Rating Армен Джигарханян и Виталина Цымбалюк-Романовская
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გივი
მშვიდობაში მეზობლებს.
15:31 / 26-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS