27 აგვისტო, 2013
''ჩემი საყვარელი ადგილი დივანია ჩემს სახლში''
მე და ჩემი ცოლი მონათესავე სულები აღმოვჩნდით: ათი წელია გვერდიგვერდ ვართ და ოთხი შვილი გვყავს - ეს ამის დასტურია ცნობილი მსახიობი, ფილმ ''ბორნის'' ვარსკვლავი, სცენარისტი და პროდიუსერი მეთ დეიმონი ბოლოს გამოჩნდა ფანტასტიკურ ტრილერში ''ელიზეუმი: სამოთხე არა დედამიწაზე'' . მსახიობს წარმატებული ეტაპი აქვს - ცოლ-შვილთან თავს ბედნიერად გრძნობს, კვლავ მოთხოვნადი მსახიობია და მისი და ბენ აფლეკის ერთობლივი საპროდიუსერო კომპანიაც წარმატებულად საქმიანობს.

''კარგ სამუშაოზე დღემდე მიჭირს უარის თქმა''

- ''ელიზეუმში'' არა მხოლოდ შთამბეჭდავი ექშენია, არამედ ღრმა ფილოსოფიაც...
- პირველ რიგში, ეს მსუბუქი, გასართობი სანახაობაა. რაც შეეხება იდეურ დატვირთვას, რეჟისორ ნილ ბლომკამპს მოსწონს ჩხუბები და სამეცნიერო ფანტასტიკა, სიამოვნებით ფუთავს სათავგადასავლო კინოს ჟანრულ გარსში ყველაზე რთულ აზრებსაც კი. ახალი ფილმი ანტიუტოპიაა, თამამი ფანტაზია თემაზე ''როგორი იქნება ჩვენი სამყარო ასი წლის შემდეგ, თუ უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფრო გაიზრდება?''
- თქვენ მდიდრულ სამყაროში გაიზარდეთ...
- ამერიკის მდიდარ კვარტლებში გავიზარდე, კომფორტულ გარემოში, თუმცა ამის გამო დიდად არ გავყოყოჩებულვარ. ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, საშუალო კლასის ამერიკული ოჯახიდან. თუმცა სოციალური თვალსაზრისით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობასთან შედარებით ძალიან შეძლებულ და უზრუნველყოფილ მემკვიდრედ ვჩანდი. ჩემი მომავალი ყველას ნათელი და უღრუბლო ეჩვენებოდა.
- მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ? ყველა ვერ ახერხებს ამ გზაზე წარმატების მიღწევას...
- ალბათ ასეთად დავიბადე. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი - სტაჟაინი პედაგოგი, ამბობდა, რომ მე მსახიობი გავხდებოდი. თან ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2 წლის ვიყავი. თამაში სკოლის თეატრალურ სტუდიაში დავიწყე მოზარდობის დროს.
- ''ელიზეუმში'' მონაწილეობას მალე დათანხმდით. რამდენად ხშირად ისტუმრებთ რეჟისორებს უარით?
- კარგ სამუშაოზე დღემდე მიჭირს უარის თქმა, რადგან დიდხანს ვცდილობდი ღირებული როლის მოპოვებას და ვერ ვახერხებდი. ''ბორნის იდენტიფიკაციამდე'' მთელი წელიწადი სრუ-ლიად არაფერი არ შემოუთავაზებიათ.
- ''ბორნში'' მართლაც დაუვიწყარი ხართ. ამ გმირთან თუ გაქვთ რაიმე საერთო?
- ვერ ვიტყოდი... ჩემი გმირი სასტიკი და დაუნდობელი სისტემის ნაწილია. მისი ხასიათი ასე განვსაზღვრე - იმპერიალისტი, ქალთმოძულე და პარანოიკი. მე ასეთი ნაკლებად ვარ (იცინის).

''პაპარაცებისთვის საინტერესო ცხოვრებით არ ვცხოვრობ''

- ვარსკვლავური სტატუსი რამდენად გიშლით ხელს ცხოვრებაში?
- ერთხელ მეგობრებმა მითხრეს: ''წარმატებით ერთი კვირა დატკბები და ამით დამთავრდება'' . თუმცა მგონი, მე ამდენიც არ დამცალდა. ალბათ მეტისმეტად გავერთე სამუშაოთი და პოპულარობით ტკბობის მომენტი გამოვტოვე... ზოგიერთები მასში თავით ''ყურყუმელაობენ'' , ჩემთვის კი საჯარო პიროვნებად ყოფნა ერთადერთს ნიშნავს - პირადი ცხოვრების გარისკვას.
- პაპარაცები მეტისმეტად გაბეზრებენ თავს?
- ჩემი აზრით, ჩვენ ზეპირი შეთანხმება გვაქვს: ''მე არასოდეს არაფერს გავაკეთებ საზო-გადოებისთვის საინტერესოს და თქვენთვისაც არ ექნება აზრი ჩემს დევნას'' . მე ვიცავ! ვიღაცამ რომ მოინდომოს და ჩემი უქმეები ან ყოველდღიური საქმიანობა აღწეროს, ძალიან მოიწყენდა. ალბათ ასეთი მიდგომა კარიერისთვის არც ისე სასარგებლოა, რადგან პიარსა და სკანდალებზე დიდი ფული კეთდება, მაგრამ მე ასე უფრო მომწონს.
- არ გეშინიათ, რომ დაგივიწყებენ?
- ეს გარდაუვალია. აღმასვლას ყოველთვის დაცემა მოსდევს. მერე ისღა დაგრჩენია, უკან მოიხედო და მიღებული გადაწყვეტილებებით იამაყო. შოუბიზნესში მყოფ ბევრ ადამიანს ისე ეშინია ბაქანს მიღმა აღმოჩენის, რომ თავიანთ მდგომარეობას ებღაუჭებიან და მხოლოდ მომგებიან პროექტებს ირჩევენ. ასეთი გზა არასდროს მხიბლავდა. მე არ ვრისკავ ცხოვრებაში, მაგრამ შემოქმედებაში აზარტული ვარ. და თუ უნდა ''ჩავიძირო'' , მირჩევნია თავად ავირჩიო, ვისთან ერთად.
Rating
- ალბათ ცოლიც ასე აირჩიეთ?
- არ მიძებნია მეორე ნახევარი, უაზროდ ველოდი. ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ერთხელაც შევხვდებოდი ქალს, ვისთან ერთადაც მომინდებოდა ცხოვრება. ასეთი კი მალე სულაც არ გამოჩნდა.
- თქვენი ბედი ბარის დახლთან იპოვეთ! ალბათ ეს რომანტიკული ეპიზოდი იყო?
- მაშინ ძმებ ფარელებთან ვთამაშობდი. მაიამიში ვიღებდით და ბიჭებთან ერთად დასალევად წავედი, პრაქტიკულად ძალით წამიყვანეს. იქ აღმოვჩნდით, სადაც ლუჩანა ბარმენი იყო. მაშინვე დავინახე, ხალხით სავსე დარბაზში. ძალიან იოლად ავაწყვეთ ურთიერთობა. მე და ჩემი ცოლი მონათესავე სულები აღმოვჩნდით: ათი წელია გვერდიგვერდ ვართ და ოთხი შვილი გვყავს - ეს ამის დასტურია.
- არის რამე, რაც გაკლიათ?
- რა თქმა უნდა, თავისუფალი დრო. ჩემი საყვარელი ადგილი ჩემს სახლში დივანია, მაგრამ ყველაზე ნაკლებ დროს მასზე ვატარებ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
:)
ბედნიერი კაცია
20:38 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მანაჯა
ვაიმე რა საყვარელია ეს ბიჭი ეტყობა რო ზალიან კარგი ადამიანია
02:40 / 29-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS