20 თებერვალი, 2016
აქ არაფერია ზედმეტი! - როგორ სახლში ცხოვრობს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალი
სარა-ჯესიკა პარკერი ბევრი რამით გამოირჩევა სხვა მსახიობებისგან. სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავი ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნევა და გარდა ამისა, ჰოლივუდის მეგავარსკვლავებს შორის ერთ-ერთია, ვისაც მყარი ოჯახი აქვს. მსახიობ ქმართან - მეთიუ ბროდერიკთან და ვაჟთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდა ნიუ-იორკის რაიონ გრინვიჩ-ვილიჯში.

თუმცა მას მერე, რაც ტყუპი გოგონა გაუჩნდა, ნიუ-იორკშივე უფრო დიდი სახლი შეიძინეს და იქ გადავიდნენ. მათი ინტერიერი ნიუიორკული, ინტელექტუალური მინიმალიზმის სტილშია შესრულებული, ეკლექტიკის ნაზავით. ამ სახლში არაფერია ზედმეტი. ერთადერთი ადგილი, რომელიც შედარებით დატვირთულია, ჯესიკას
საგარდერობე ოთახია, რომელიც სავსეა მისი მოდური ნივთებით, განსაკუთრებით - მისი საყვარელი ფეხსაცმელებით. რასაკვირველია, მსახიობს კიდევ აქვს რამდენიმე სახლი, მათ შორის, ოკეანის სანაპიროზე, ერთ-ერთ ლამაზ კუნძულზე, თუმცა ამჯერად ის სახლი დავათვალიეროთ, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანგელინა
გემოვნებიანი, დახვეწილი.
12:28 / 20-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS