მაგალითად, იმაზე, როგორ გაუჭირდა ძიძის შერჩევა ვაჟისთვის და როგორ სურდა, თავისი შვილებისთვის მხოლოდ თვითონ მოევლო.
- დედობა
ინტერვიუში ვოდიანოვამ ისიც აღნიშნა, რომ მართლა ფიქრობს პოდიუმის დატოვებაზე. მას მერე, რაც თავისი ცნობილი ფონდი „შიშველი გულები“ დააარსა, მთელი მისი ძალა და ინტერესი ქველმოქმედებაზეა გადართული.
„მომწონს ლამაზი ნივთები, შემოქმედებითი ადამიანები... მაგრამ როდესაც მოდელის კარიერას ვიწყებდი, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ რაღაც უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა“ , - აღიარებს ნატალია.
ნატალიას ის არ უთქვამს, აპირებს თუ არა თავისი სამი შვილით, ცოლად გაჰყვეს ბოიფრენდს - ბოლო დროს მის გვერდით ფრანგი მილიონერი ანტუან არნოა, რომელსაც ნატალია ძალიან უყვარს და მთელ თავისუფალ დროს მის გვერდით ატარებს. ის ნატალიას მშობლიურ რუსეთშიც იმყოფებოდა, პატარა პროვინციაში, სადაც პატარა ღარიბი გოგონა ერთ დროს ბაზარში იდგა და ხილით ვაჭრობდა. სწორედ იქ შენიშნა სამოდელო სააგენტოს სკაუტმა და დამწყები მოდელების კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა.
ასე დაიწყო კონკიას ზღაპარი, რომელიც მალე საფრანგეთში აღმოჩნდა, ტოპმოდელად იქცა, ნამდვილ ლორდსაც გაჰყვა ცოლად და მრავალშვილიანი დედაც გახდა. მართალია, მერე ოჯახი დაენგრა, თუმცა მის გვერდით კვლავ წარმატებული მამაკაცია, მასზე უზომოდაა შეყვარებული და მის გვერდით ნატალიაც აშკარად ბედნიერად გრძნობს თავს.
ჟურნალი „რეიტინგი“