12 თებერვალი, 2016
დაუჯერებელი აჟიოტაჟი ბურაქ ოზჩივიტის გარშემო ბაქოს კინოცენტრში
10 თებერვალს ბაქოს ერთ-ერთ კინოცენტრ "ნიზამში", უდიდესი წარმატებით შედგა თურქული ფილმის „Kardeşim Benim“" - ის პრემიერა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ყველასთვის ცნობილი თურქი მსახიობი ბურაქ ოზჩივიტი ასრულებს, რომელსაც სახელი "დიდებულ საუკუნეში" მალკოჩოღლუ ბალი ბეის როლმა მოუტანა.

ბურაქი და ქალის მთავარი როლის შემსრულებელი ასლი ენვერი ფილმის „Kardeşim Benim“ პრემიერის სტუმრები იყვნენ, რომლის ბილეთები საოცარი სისწრაფით, ერთ დღეში გაიყიდა.
Rating
Rating
ბაქოში ფილმის პრემიერამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა. ფილმის ჩვენებამდე კი, ბურაქ ოზჩივიტმა და ასლი ენვერმა წითელ ხალიჩაზე, თაყვანისმცემლების აპლოდისმენტებისა და
შეძახილების ფონზე გაიარეს. ზოგიერთმა მათგანმა საყვარელ მსახიობთან დასამახსოვრებელი სელფიც გადაიღო და ავტოგრაფიც მიიღო.
Rating
აღვნიშნავთ, რომ კინოცენტრ "ნიზამს" , ფილმების პრემიერებზე, ხშირად სტუმრობენ თურქეთის წამყვანი მსახიობები. ცოტახნის წინ, აქ, ახალი ფილმი წარადგინა ასევე თურქმა მსახიობმა ჩაგატაი ულუსოიმ და წითელ ხალიჩაზე არც მის გამოჩენას ჩაუვლია უხმაუროდ, აზერბაიჯანელი თაყვანისმცემლებმა აქაც დიდი აქტიურობა გამოიჩინეს.
პენი ლეინი
Rating

RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS